ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17550

ფაქტი 17550

1899 წლის ნოემბერში ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორმა მისწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ თანახმა იყო ძველი სენაკის სკოლის ინსპექტორი თომა მთავრიშვილი გადაეყვანათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად, ხოლო მის მაგივრად, ინსპექტორობის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დანიშნულიყო სენაკის სკოლის მასწავლებელი არსენ წითლიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17550; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .