1898 წლის 5 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთვრამეტე სხდომა. სხდომაზე გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ სკოლების რევიზია. გამგეობამ ბათუმში რევიზიის ჩასატარებლად გააგზავნა – იაკობ გოგებაშვილი, თიანეთში – გრიგოლ ყიფშიძე, ვლადიკავკაზში – ალექსანდრე ჭიჭინაძე, წინარეხსა და ხელთუბანში – ივანე რატიშვილი, ხოლო გომარეთში – ექვთიმე თაყაიშვილი.
წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი
ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19694 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19694]; წვდომის თარიღი: 2021-01-22