ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21125

ფაქტი 21125

1898 წლის 25 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სენაკის სკოლის ინსპექტორმა სამსონ ყიფიანმა და ამავე სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა გამგეობას შესთავაზეს მასწავლებლად დაენიშნათ სტეფანე შიოს ძე ძიმისტარაშვილი და გალაქტიონ სიმონის ძე თუთბერიძე. ასევე მათ სხდომაზე წარმოადგინეს იმ პირთა სია, რომლებსაც სურდათ მასწავლებლობა: მალაქია სირაძე, არჩილ მირიანაშვილი, ტროფიმე ჯოხთაბერიძე, ალექსი გეგეჭკორი, ალექსანდრე ლომიძე, ნესტორ კიკალეიშვილი, ნინო ნოიტაკი, კონსტანტინე კიკიანი, გიორგი ბოკერია, გრიგოლ წულუკიძე და ერმალოზ ჯაში. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ სენაკის მასწავლებლად დაენიშნათ გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძე, ხოლო სხვა კანდიდატთა განცხადებები განეხილათ მომდევნო სხდომაზე.

წელი:
1898
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1897-1898

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21125; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .