1912 წლის 10 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ბაქოს ფილიალი (გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი - სვიმონ კვიტაშვილი) სთხოვს მთავარ გამგეობას - მომავალ საერთო კრებაზე განიხილონ საკითხი წესდებაში ახალი მუხლის შეტანის თაობაზე, რომლის ძალითაც საზოგადოებასა და მის განყოფილებებს უფლება მიეცემათ სკოლის მოსწავლეთა და კერძო პირთათავის გახსნან საღამოს კურსები მშობლიურ ენაზე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22877 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22877]; წვდომის თარიღი: 2021-01-22