1910 წლის 18 მარტის წერილი შეეხება ილიას ფონდის მოხმარების გეგმის შემუშავებას: ქუთაისის ფილიალი (გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას სთავაზობს ჩაატაროს ანკეტური გამოკითხვა აღნიშნულ საკითხზე, გაიგოს განყოფილებათა გამგეობებისა და შემომწირველთა აზრი, რათა საზოგადოება მეტი თანაგრძნობით მოეკიდოს ილიას ფონდს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22926 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22926]; წვდომის თარიღი: 2021-01-16