ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22945

ფაქტი 22945

1909 წლის 9 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის მდივანი იაზონ ბაქრაძე ატყობინებს თბილისის გამგეობას, რომ ქუთათურ ვაჭრებს სურთ, თბილისელ ვაჭართა მსგავსად, ერთი დღის მოგების გარკვეული ნაწილი გადასცენ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივ განყოფილებას და ამ საქმეში ითხოვენ გამოცდილების გაზიარებას, სახელდობრ: აინტერესებთ, როგორ ადგენენ თბილისელები დღიური მოგების რაოდენობას და რამდენ პროცენტს ურიცხავენ საზოგადოებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22945; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .