1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იოსებ ოცხელის, სილოვან ხუნდაძისა და ისიდორე კვიცარიძის ანგარიში წიგნსაცავ-სამკითხველოების მდგომარეობის შესახებ და გადაწყვიტა, ინჟინერ საპიცკისთვის ეთხოვა სამკითხველოების ორი პროექტის (ერთ და ოროთახიანი შენობების) შედგენა. მათი ფასი 300-500 მანეთზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ცნობას ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იოსებ ოცხელი და მდივანი იასონ ბაქრაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23558 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23558]; წვდომის თარიღი: 2021-01-19