ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23707

ფაქტი 23707

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ანგარიშში საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგმა იოსებ ოცხელმა და მდივანმა იასონ ბაქრაძემ აღნიშნეს, რომ გამგეობის ერთ-ერთ მთავარ საქმიანობად წიგნსაცავ-სამკითხველოების გახსნა იყო დასახელებული. კერძოდ, ფილიალის მზრუნველობითი სამკითხველოები უნდა გახსნილიყო ქუთაისში (არქიელის გორაზე), სიმონეთში, კურსებში, ხრესილში, სვირსა და სუფსაში (მთავარი გამგეობის მიერ დაარსებული ქვიტირისა და მუხიანის სამკითხველოები მოგვიანებით ქუთაისის განყოფილებას გადააბარეს).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23707; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .