ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25527

ფაქტი 25527

1909 წლის 23 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობა (თავმჯდომარე – ინფანტერიის გენერალი გ. ნ. ყაზბეგი) ატყობინებს თბილისის გუბერნატორს, რომ საზოგადოებამ დაადგინა ადგილობრივი ფილიალის გახსნა ვლადიკავკაზში (საფუძველი – საზოგადოების წესდების 1-ლი მუხლი). გამგეობის არჩეული წევრები არიან: ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე (თავმჯდომარე), იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი, ადამ ივანეს ძე ფორაქოვი, ალექსი არტემის ძე მიქელაძე, გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული და მღვდელი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე (მდივანი).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25527; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .