1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – მალაქია კერესელიძემ, იასონ ლორთქიფანიძემ, ივანე მაისურაძემ და დავით სხირტლაძემ – საწევრო, 10-10 მანეთი, გადაიხადეს, გიორგი ორბელიანმა და აპოლონ სარაჯიშვილმა – 25-25, გერასიმე ოგანოვმა – 5 და დავით სარაჯიშვილმა – 160 მან.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25930 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25930]; წვდომის თარიღი: 2020-11-25