1915 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მიიღო თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სოფიო კულიკოვსკაიას ანდერძი. გამგეობამ ეს ამბავი კულიკოვსკაიას ნების აღმასრულებელს, ივლიტა ადამის ასულ ფორაქოვისას, აცნობა და სთხოვა, ნაანდერძევი 1 000 მანეთი კავკავის სკოლისთვის გადაეცა.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26080 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26080]; წვდომის თარიღი: 2020-11-25