1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებამ ფარული კენჭისყრით აირჩია სარევიზიო კომისიის სამი წევრი (ექიმი მ. ა. კალანდარიშვილი, ა. ნ. ჩხუბიანი, პავლე მეფურნოვი) და წევრობის ორი კანდიდატი – ვ. ნ. ზირაქიშვილი, დავით ვაშალომიძე (კრების თავმჯდომარე – ტ. კახიძე, მდივანი – ვ. ბურჯანაძე).

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26612 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26612]; წვდომის თარიღი: 2020-11-25