ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31209

ფაქტი 31209

1920 წლის 25 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ მთავარ გამგეობას აცნობა, რომ აპირებდნენ წიგნის მაღაზიისა და საწყობის გახსნას და სურდათ მთავარი გამგეობის ყველა გამოცემა გაევრცელებინათ დასავლეთ საქართველოში. ამიტომ იმედი ჰქონდათ, მთავარი გამგეობა პროცენტების დაკლებით გაუგზავნიდა წიგნებს, რომელთა საფასურის ნაწილს გაყიდვის შემდეგ გადაიხდიდნენ და ნაწილს წინასწარ. ხელს აწერენ თავმჯდომარე იაკობ ფანცხავა და მდივანი კარპეზ ბერიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31209; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .