ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31283

ფაქტი 31283

1918 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას სპეციალურ კაპიტალში დარჩა 14 469 მანეთი და 97 კაპიკი; საანგარიშო წლის განმავლობაში მიიღეს საწევრო თანხა და შემოწირულობა სულ 1296 მანეთი და 68 კაპიკი; გამგეობის ხარჯების დასაფარად გაიცა 4780 მანეთი და 96 კაპიკი; გამგეობის მოძრავი ქონება შემცირდა 84 მანეთითა და 80 კაპიკით; 1917 წლის სუფთა მოგება 45 505 მანეთი და 29 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31283; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .