ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32732

ფაქტი 32732

1920 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მიიღო საზოგადოების 15 რწმუნებულთაგან ხელმოწერილი განცხადება, რომ მოეწვიათ რწმუნებულთა საგანგებო კრება, რომლის მიზანი იყო: 1) 27 ივლისს დამტკიცებული საზოგადოების ახალი წესდების გატარება, 2) ეკონომიკური კრიზისის გამო საზოგადოების სამოქმედო გეგმის გადახედვა, 3) იმ ფილიალთა ლიკვიდაცია, რომელიც დახურული იყო და საქმის გარკვევა იმ ფილიალთა შესახებ, რომლებიც ვერ ახორციელებდა საზოგადოების მიზნებს. ხელს აწერდნენ: უშანგი ელიავა, პ. კახიანი, სილიბისტრო თავართქილაძე, თევდორე კიკვაძე, გრიგოლ ნათაძე, ნინო თეიმურაზის ასული ელიავა, ვლადიმერ ანტონის ძე ჯუღელი, იოსებ გიორგის ძე ავალიშვილი, ფილიპე გლახუნას ძე ლორია, ვლადიმერ ანტონის ძე ახობაძე, მინადორა ტოროშელიძე, გ. ბახტაძე, ვ. მგელაძე, გიორგი იესეს ძე ცინცაძე, კოწია გვარჯალაძე.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების ოქმები და გამგეობის მოხსენებები | 1920-1920

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32732; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .