1877 წლის 19 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში დაარსეს „ღარიბთა და ყრმათა მზრუნველობის საზოგადოება“, რომლის წევრებად აირჩიეს: გიორგი რომანის ძე ერისთავი, კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი, ერეკლე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი, დავით ივანეს ძე ავალიშვილი, დავით გიორგის ძე ერისთავი, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე და დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე.

წყარო: ივერია, 1877 | 19 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 36080 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/36080]; წვდომის თარიღი: 2020-08-11