1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის მოხსენება თბილისის სასამართლოს პალატის პროკურორ ისაი მარკოზის ძე დოლუხანოვის თხოვნა თანამდებობიდან განთავისუფლებაზე და დაადგინეს: 1-ლი დეკემბრიდან განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, მის ადგილას დაინიშნოს ქუთაისის ოლქის სასამართლოს პროკურორი ანტონ სტეფანეს ძე გელაზარიშვილი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტროს საერთო განყოფილება. მთავრობის სხდომის ჟურნალები | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 14
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5889 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5889]; წვდომის თარიღი: 2020-08-04