ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5906

ფაქტი 5906

ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა სილოვან ხუნდაძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ დეკანოზი ივლიანე აბესაძე გიმნაზიაში 1899-დან 1918 წლამდე საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო და იქ სამსახურის დროს მოუსწრო ძველი მთავრობის კანონმა, რომლის ძალითაც საშუალო ცენზის მქონეთ უმაღლესი ცენზის მიხედვით ეძლეოდათ ჯილდო. ხელს აწერენ საქმისმწარმოებელი ალ. ლორთქიფანიძე და დირექტორი სილოვან თომას ძე ხუნდაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5906; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .