ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5932

ფაქტი 5932

განათლების მინისტრის მოადგილე (ხელს აწერენ: კანც. დირექტორი მიქაბერიძე, საქმის მწარმ. კ. აბაშიძე) 1918 წლის 15 ოქტომბრის მოხსენებაში მთავრობის თავმჯდომარეს აცნობს დაწესებულებებს, რომლებიც გაუქმდა საქართველოს დამოუკიდებელ სახელწიფოდ გამოცხადების დღიდან: 1. ამიერკავკასიის სახალხო განათლების სამინისტრო, 2. ამიერკავკასიის სასწავლო ოლქი, 3. თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სახალხო სკოლათა დირექციები, 4. თბილისის ქალთა ინსტიტუტი, 5. თბილისის სამხედრო გიმნაზია (კადეტთა კორპუსი). ამ დაწესებულებათა მოსამსახურეების უმრავლესობა შტატგარეშედ დარჩა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5932; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .