1921 წელს აკაკი ჩხენკელი ინიშნება სრულუფლებიან ელჩად პარიზში, რომსა და ლონდონში. მას მიანდეს საქართველოს წარმომადგენელთა ხელმძღვანელობა დასავლეთ ევროპაში. ამ წლიდანვე იგი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს წევრი იყო.

წყარო: აკაკი ივანეს ძე ჩხენკელის ბიოგრაფია | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 8334 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/8334]; წვდომის თარიღი: 2021-04-14