1919 წლის 2 აპრილს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს 24 მარტის N237 მიწერილის პასუხად აცნობეს, რომ სასწავლებლის მასწავლებელ ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძეს საოჯახო მასწავლებლის წოდების მისაღებად გამოცდის ჩაბარება მხოლოდ განათლების უწყებასთან არსებულ კომისიაში შეეძლო.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 9762 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/9762]; წვდომის თარიღი: 2020-08-14