ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22459

ფაქტი 22459

1912 წლის 25 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებამ მოიწონა გამგეობის მოხსენება სტამბის დაარსების თაობაზე. სტამბამ მუშაობა დაიწყო 1913 წლის 14 ნოემბერს. ანგარიშის თანახმად, 1913 წელს სტამბაზე დაიხარჯა 5840 მანეთი და 26 კაპიკი. ხელმომწერნი: გიორგი ზდანოვიჩი (თავმჯდომარე), იოსებ ოცხელი (თავმჯდომარის ამხანაგი), ბართლომე მოსეშვილი (მოლარე), წევრები – მელანია გველესიანისა, მარიამ ვარდოსანიძე, იაზონ ბაქრაძე, ისიდორე კვიცარიძე, სამსონ ყიფიანი, სვიმონ ხეჩინოვი, სილოვან ხუნდაძე, ტრიფონ ჯაფარიძე.

წელი:
1913
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22459; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .