ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3527

ფაქტი 3527

1918 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის სკოლის ყოფილი პედაგოგის ნიკო ჯანაშიას (იმსახურა 15 წელიწადი) მეუღლის, ელენე ჯანაშიას თხოვნა დახმარების შესახებ. გამგეობის განჩინებით ელენე ჯანაშიას გადაეცა ერთჯერადი დახმარება 600 მანეთის ოდენობით. განსვენებულის ვაჟს, სვიმონს, თვეში 100 მანეთი სტიპენდია დაენიშნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3527; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .