ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 45013

ფაქტი 45013

1888 წლის 30 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 2 აპრილს თბილისის თეატრში მხატვარი ფილიპოვიჩი დრამატულ სცენისმოყვარეთა, ა. თამაზაშვილისა და გ. კანდელაკის, სასარგებლოდ საღამოს გამართავდა, რომელზეც წარმოდგენილი იქნებოდა სურათები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“. წარმოდგენის დასასრულს ციციშვილი, ზურაბიშვილი და 6 წლის კობიევი შეასრულებდნენ ლეკურს, ხოლო ჯაფარიძე – კინტაურს.

წელი:
1888
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ივერია, 1888 | 30 მარტი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 45013; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .