ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 64659

ფაქტი 64659

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ოზურგეთის კომერციული ბანკის, „ოზკომბანკის“ საორგანიზაციო კომიტეტი აცხადებდა, რომ ბანკის აქციებზე ხელმოწერა დაიწყო 5 იანვრიდან და გაგრძელდებოდა 30 იანვრამდე. ხელმოწერები მიიღებოდა: ოზურგეთში − საურთოერთო ნდობის საზოგადოების ბანკში, ქუთაისში − დასავლეთ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო ბანკში, ფოთში − აქციონერულ სავაჭრო-სამრეწველო ბანკში, ბათუმში − კონსტანტინე სიკოს ძე ტუღუშთან და ივანე დავითის ძე გოთუასთან, ლანჩხუთში − თეოფანე პეტრეს ძე სიხარულიძესთან, ჩოხატაურში − ფიადორ ბიჭიას ძე ჩხიკვიძესთან და მასიკო ნიკოლოზის ძე ცინცაძესთან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 64659; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .