ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7224

ფაქტი 7224

1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ იუწყება რევოლუციონერ ლავროსი კიღურაძის გარდაცვალებას. ნეკროლოგში (ხელს აწერენ: ი. სალაყაია, ვ. ნოდია, ო. სოლოღაშვილი, პ. ბერიშვილი, მ. ქიტაშვილი) ნათქვამია, რომ იგი აწყობდა ორგანიზაციებს ბათუმში, ფოთში, გურიაში, სოხუმში და სხვ.; 1910 წ. გადაასახლეს ციმბირში, სადაც რვა წელი დაჰყო და დასუსტებული დაბრუნდა სამშობლოში რევოლუციის დღეებში, მაგრამ სულ მუშაობდა. ბოლოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს, მაგრამ წელიწად-ნახევრის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7224; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .