ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7637

ფაქტი 7637

1918 წლის 5 თებერვლის N4 გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა” აცხადებს, რომ მიიღება ხელმოწერა ამავე გაზეთზე, რომლის წლიური ფასია 12 მან. ნახევარი წლისა – 7 მან. სამი თვის – 4 მან. ერთი თვის – 1 მან. 30 კაპ. ხელმოწერა შეიძლება ქ. ქუთაისში, რედაქციის კანტორაში პუშკინის ქ. N12 ქეთო მარუაშვილთან, რაჟდენ გიორგის ძე სვანაძესთან, ქ სამტრედიაში ნოე კალანდაძესთან ფოსტა ტელეგრაფის კანტორაში, ქ. გორში „მანდილოსანთა“ საზოგადოების ბიუროში ერთობის ქ., ქ. თბილისში ეკატერინე გრიგოლის ასულ მესხთან კრასნოგორსკაია N31 ნინო ტყეშელაშვილთან არაგვიისკიი პერ. N6 ტერენტი გიორგის ძე სვანაძესთან და შალვა იასონის ძე მეგრელიშვილთან ამიერკავკასიის საფერშლო სკოლაში, მარიამ ჭრელაშვილთან, ეპარქიალური სასწავლებელი, დარია ახვლედიანთან გოლოვინის პროსპექტი, აფთეკა ახვლედიანისა. ფული უნდა გამოიგზავნოს რედაქციის მისამართით ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ. N12, რედაქტორი კატო მიქელაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7637; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .