ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 87344

ფაქტი 87344

1917 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას ვასილ ქორქაშვილმა ოსმალეთის ფრონტზე მოკლული შვილის, კოწიას ხსოვნის აღსანიშნავად შესწირა სოფ. გეგუთში მდებარე 10 ქცევა სახნავ-სათესი მიწა, 500 მანეთი და ხე-ტყის მასალა. შემომწირველი ითხოვდა, განყოფილებას იმ ადგილზე დაბალი ტიპის საპროფესიო სასწავლებელი გაეხსნა.

წელი:
1917
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
საქართველო, 1917 | 20 იანვარი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 87344; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .