ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89214

ფაქტი 89214

1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მ. სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და გიორგი გვაზავა. სხდომაზე წარადგინეს 1910 წლის 23 დეკემბრით დათარიღებული პირობის წერილი თავადაზნაურობასა და რუს-აზიურ ბანკს შორის, კახეთის რკინიგზის აქციების განაღდების შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89214; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .