ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89322

ფაქტი 89322

1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, კონსტანტინე მესხი, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი და მამულების მოურავი – პეტრე მამრაძე. სხდომაზე სექციამ დაადგინა: 1. რესტორან "პარიზის" სადგომის ის ნაწილი, სადაც საბილიარდოა მოთავსებული ჩამოერთვას გიგიბერიას და მოისპოს საბილიარდო; 2. სილოვან გიგიბერიას მიეცეს წინადადება, სურვილის შემთხვევაში დარჩეს რესტორან "პარიზის" მეორე ნაწილში, რომელიც ქარვასლის ქვედა სართულზეა მოთავსებული და იხადოს ყოველთვიურად ქირა ხუთასი მანეთის ოდენობით; 3. მიეცეს გიგიბერიას 2 კვირის ვადა ამ პირობის აღსასრულებლად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89322; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .