რეგისტრირებული ფაქტები46026
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 29 ოქტომბერს სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის ბრძანების საფუძველზე იმავე წლის 1-ელი სექტემბრიდან თელავის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელ ალექსანდრე ბარნოვს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიენიჭა და რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელი სექტემბრიდან ალექსანდრე ბარნოვს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის რუსული ენის მასწავლებლის წოდება მიენიჭა და თანამდებობაზე დაამტკიცეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 სექტემბერს განათლების სამინისტრომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობა, რომ ნება დართეს, გიმნაზიის სპეციალური თანხიდან გიმნაზიის ყოფილი მასწავლებლის, ალექსანდრე ბარნოვისთვის ერთდროული დახმარების სახით 4 000 მანეთი გამოეწერათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის თხოვნა, ხსენებული გიმნაზიის ყოფილი მასწავლებლის, ალ. ბარნოვისთვის ერთდროულილ დახმარების სახით 4 000 მანეთის გამოწერის ნებართვის შესახებ.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
თელავის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელი ალექსანდრე ბარნოვი ოჯახური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა ქ. თბილისში გადასულიყო, რამაც დიდი ხარჯები მოითხოვა და იგი მატერიალურად შეავიწროვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების სამინისტრომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომელშიც იუწყებოდა, რომ ხსენებული გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელი, ალ. ბარნოვი, დათხოვნილი იყო სამსახურიდან სხვა სამსახურში გადასვლის გამო.
1919
ტიპი: ღონისძიება
სახახლო განათლების სამინისტრო თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს სთხოვდა ეცნობებინა ხსენებული გიმნაზიის მასწავლებელი, ალ. ბარნოვი, რატომ თხოულობდა თანამდებობიდან განთავისუფლებას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 სექტემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის თხოვნა გიმნაზიის მასწავლებლის, ალექსანდრე ბარნოვის განთავისუფლების შესახებ 1920-21 სასწავლო წლის დასაწყისიდან თვით ალ. ბარნოვის თხოვნით.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის ოქტომბერში თელავის ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელი ალექსანდრე ბარნოვი იმავე გიმნაზიის დირექტორს თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვს .
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 ოქომბერს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის მოხსენება ხსენებული გიმნაზიის მასწავლებლის, ალ. ბარნოვის სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზის შესახებ. გიმნაზიის დირექტორის ცნობით, სამსახურიდან განთავისუფლების ზუსტი მიზეზი გიმნაზიის საქმიდან არ ჩანდა, ხოლო თანამოსამსახურეთა აზრით, ალ. ბარნოვს სამსახურისთვის თავი დაღლილობის გამო დაუნებებია.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-1920 წლის პირადი საქმის მიხედვით, ალექსანდრე ბარნოვი თელავის ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლის თანამდებობაზე 35 წელიწადი მსახურობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 სექტემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომელშიც იუწყებოდა, რომ ხსენეულ გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად მე-8 გიმნაზიის მასწავლებელი, ვასილ ბარნოვი იყო გადმოყვანილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 სექტემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის მე-8 გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომელშიც იუწყებოდა, რომ ხსენებული გიმნაზიის მასწავლებელი, ვასილ ბარნოვი განწესებული იყო თბილისის მე-2 ვაჟთა გიმნაზიაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრმა 1918 წლის 18 ივლისს გამოსცა ბრძანება N17 კავკასიის ოლქის სასწავლო კომისარიატის კომისარ ლ. ა. იშკოვის განთავისუფლების შესახებ. ხელს აწერს ლასხიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 ივლისს განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა კავკასიის სასწავლო ოლქის კომისარი ლევან ნათაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრმა 1918 წლის 18 ივლისს გამოსცა ბრძანება N17 კავკასიის ოლქის სასწავლო კომისარიატის კომისარ ს. ფ. ტიგრანიანის განთავისუფლების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრმა 1918 წლის 18 ივლისის გამოსცა ბრძანება N17 კავკასიის სასწავლო ოლქის კომისრის გ. შახტახტინსკის განთავისუფლების შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1919 წლის 5 დეკემბრის ბრძანების თანახმად, ბორჯომის სახელოსნოს სასწავლებლის სადურგლო განყოფილების ოსტატ ქრისტეფორე ხუდავერდოვს ჩაეთვალოს თბილისის სახელოსნო სასწავლებელში ნამსახური დრო 1895 წლის 1-ლი ივნისიდან 1903 წლის 1-ლ სექტემბრამდე.
1920
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 10 ივნისის ბრძანების თანახმად, 1920/21 წლების განმავლობაში ახალ ენებში მასწავლებლის წოდებაზე გამოსაცდელი კომისიის წევრად უნდა დანიშნულიყო თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორი იაკობ ღულაძე. მასვე დაევალა კომისიის თავმჯდომარეობა. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნ. ცინცაძის 1920 წლის 10 ივნისის N69 ბრძანების თანახმად, 1920/21 წლების განმავლობაში ახალ ენებში მასწავლებლის წოდებაზე გამოსაცდელ კომისიის წევრებად უნდა დანიშნულიყვნენ: თბილისის მესამე გიმნაზიის მასწავლებლები ალ. თ. ლეტცი და ბერიძე, თბილისის რეალური სასწავლებლის პედაგოგი ი. ყიფშიძე.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 22 სექტემბრის N118 ბრძანების თანახმად, 1-ელი ოქტომბრიდან ხაშურის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელი კონსტანტინე გეგელიძე თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 25 სექტემბრის N115 ბრძანების თანახმად, ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელი ანტონ მუჯირი 1-ელი ოქტომბრიდან დაინიშნა ამავე გიმნაზიის დირექტორად. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 25 სექტემბრის ბრძანების თანახმად, თბილისის ვაჟთა მეექვსე გიმნაზიის მასწავლებელი ამბროსი სვანიძე დაინიშნა ქუთაისის რეალური სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობაზე 1-ლი ოქტომბრიდან. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 25 სექტემბრის N114 ბრძანებით, ქუთაისის რეალური სასწავლებლის ინსპექტორი ქეთევან ღოღობერიძე განთავისუფლდა თანამდებობიდან თავისი თხოვნის თანახმად 1-ლი სექტემბრიდან. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 2 ოქტომბრის N117 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ქალთა 1-ელი გიმნაზიის მასწავლებელი ნიკოლოზ დუმბაძე 1-ლი ოქტომბრიდან დაინიშნა ხაშურის გიმნაზიის ინსპექტორის თანამდებობაზე. დედანთან სისსწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.