ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47453

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები – ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ზდანოვიჩის ნაანდერძევი სახლის გაყიდვის საკითხი. გამგეობამ გადაწყვიტა საკითხის განსახილველად ანდერძის ნების აღსმრულებლებისთვის შეტყობინება გაეგზავნა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს უნივერსიტეტთან არსებული „სამეცნიერო წრის“ სატერმინოლოგიო სექციის თხოვნა საზოგადოების მუზეუმში დაცული სხვადასხვა ხელნაწერის უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ. გამგეობამ სატერმინოლოგიო სექციის თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ეროვნული საბჭოს თხოვნა ვლადიმერ გობეჩიას ნეშთის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა გობეჩიას ნეშთი პანთეონში, კიტა აბაშიძის საფლავის გვერდით დაეკრძალათ და შეემუშავებინათ საერთო სახელმძღვანელო გეგმა მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 2 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ვიკტორ ასათიანის თხოვნა ინგოროყვას მიერ შემუშავებული ნომენკლატურით სარგებლობის შესახებ. ასათიანს გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის რუკის შედგენა. გამგეობამ ასათიანს ნება დართო ინგოროყვას მიერ შემუშავებული ნომენკლატურა საზოგადოების კანცელარიაშივე გადაეწერა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 2 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გორის განყოფილების შუამდგომლობა 5000 მანეთის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა მათთვის 1000 მანეთის კრედიტი გაეხსნა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 2 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს თომა მთავრიშვილის თხოვნა კრედიტის 10000 მანეთამდე გაზრდის შესახებ. მას გახსნილი ჰქონდა 2000 მანეთის კრედიტი. გამგეობის გადაწყვეტილებით, მთავრიშვილს კრედიტი 5000 მანეთამდე უნდა გაზრდოდა.

1877

ტიპი: მფლობელობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა ნინო დავითის ასული მირიანოვის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 432 მანეთი და 96 კაპიკი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს კათალიკოს კირიონ II-ის დაკრძალვაში მონაწილეობის მიღების საკითხი. საკითხის ორგანიზება თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგსა და მის მოადგილე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს მიენდო. დაკრძალვას საზოგადოების ყველა წევრი უნდა დასწრებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრის ვასილ ღლონტის თხოვნა, ორი მასწავლებლისთვის ოთხი თვის ანაზღაურება მიეცათ. ამისათვის ის ითხოვდა სესხს 1786 მანეთსა და 68 კაპიკს. გამგეობამ მისი თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ოლღა ჭავჭავაძის თხოვნა დახმარებების მომატების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით მას უნდა მომატებოდა თვეში 25 მანეთი. ის ას მანეთს მიიღებდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, ცოდნა და შეგნება იმისა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო სასწავლებლების არსებობა. განათლების მიღება ერთგვარი „მოდა“ იყო. ცოდნის გამოყენებაზე და ამით შემოსავლის მიღებაზე არცკი ფიქრობდა საზოგადოება.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია სასწავლებლების არსებობის აუცილებლობაზე. კერძოდ, საუბარია კახეთში დაარსებულ სასწავლებლებზე რომელთა გასამართად ადგილობრივი დიდგვაროვნები და მთავრობის წარმომადგენლები არაფერს აკეთებდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 20 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გიორგი ჯორჯაძემ არაერთხელ სთხოვა სოფელ ნაფარეულის თავკაცს, რომ დიდოელებიდან მომავალ გზებზე ყარაულები დაეყენებინა, რომ მათ მოსახლეობისთვის საქონელი არ მოეპარათ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოჰანესოვი შუშის რეალური სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და გამგეობის წევრი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სიღნაღის განყოფილების გამგეობის შუამდგომლობა, 1918 წლის პირველი იანვრიდან ნუკრიანის სკოლის ორი პედაგოგის ანაზღაურების შესავსებად მთავრობის მიერ გაწეული დახმარებიდან გადაედოთ საჭირო თანხა. მთავრობის დახმარება მხოლოდ მთავრობის სკოლებზე ვრცელდებოდა და სპეციალური დანიშნულება გააჩნდა, ამიტომ სიღნაღის განყოფილებას თხოვნაზე უარი ეთქვა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქართულ ცხენოსანთა სათადარიგო პოლკის უფროსის თხოვნა ჯარისკაცებისთვის სახალხო საკითხავი წიგნების მიწოდების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა მათთვის 30 მანეთის წიგნები გაეგზავნათ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება: გამარტივებული ანბანის შესადგენად მოეწვია სპეციალური კომისია. თანახმა იყო დროებით საქველმოქმედო საზოგადოების საბეჭდი მანქანის ქართული შრიფტი გამოეყენებინა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გნიხილეს გ. ზდანოვიჩის ანდერძის საკითხი. ზდანოვიჩის ანდერძის აღმსრულებლები ითხოვდნენ ნაანდერძევი სახლის გაყიდვის ნებართვას ქუთაისში. გამგეობამ საკითხზე თანხმობა განაცხადა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის თხოვნა დროებით საბეჭდავი მანქანის თხოვნის შესახებ. გამგეობამ პრეზიდიუმის თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა. ოქმს ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გერმანიაში „ქართველ ტყვეთა დამხმარე“ კომიტეტის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. საკითხის გადაწყვეტა გადაიდო. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ზაქარია ჭიჭინაძის წინადადება მისგან „მეხის ამბის“ ხუთი კლიშის 35 მანეთად შეძენის შესახებ. აღნიშნული წიგნი ავტორისგან (გრ. შარაშიძისაგან) უკვე შეძენილი იყო და იბეჭდებოდა. გამგეობამ გადაწყვიტა კლიშეები 35 მანეთად შეეძინა თუ გაფუჭებული არ იქნებოდა.