ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40119

ფილტრი:
ფაქტის ტიპი მფლობელობა

1924

ტიპი: მფლობელობა

1924 წელს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძეს სამტრედიაში ჰქონდა საკუთარი სახლი და მიწა.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის თებერვლის დამლევს მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ ბაქოდან მიიღო დეპეშა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას გადაერიცხა 200 000 მანეთი მიწისძვრისგან დაზარალებულთა სასარგებლოდ.

1911

ტიპი: მფლობელობა

1911 წელს სასტუმრო „ვეტცელი“ ნოე სიხარულიძემ შეიძინა.

1940

ტიპი: მფლობელობა

1940 წლის 8 აგვისტოს აქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის 2276 სტატიის აღწერისთვის ქრისტინე გიორგის ასულ შარაშიძეს 1365 მანეთი და 60 კაპიკი ეკუთვნოდა, 60 კაპიკი – თითო სტატიის აღწერისათვის.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრთა ავტობიოგრაფიების მიხედვით, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზის ბინა მდებარეობდა თბილისში, ვასილ ბებუთოვის ქუჩის N46-ში.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ანა ივანეს ასულ მაღალაშვილისას, ალექსანდრე ივანეს ძე კეზელს, გიორგი, ალექსანდრე, ილია და ნიკოლოზ ივანეს ძე თარხან-მოურავებსა და მათ დას, ნინოს, გორის მაზრაში 488 დესეტინა და 220 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი და სათიბი ადგილები ჰქონდათ.

1946

ტიპი: მფლობელობა

1946 წლის 20 ივნისს ქრისტინე შარაშიძეს ქირით გადაეცა ჯავახიშვილის ქუჩის N11 სახლის მეორე სართულზე მდებარე ბინა 11 კვადრატული მეტრის ფართობით, საერთო საპირფარეშოთი და სამზარეულოთი.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ვასილ იოსების ძე ბეჟანეიშვილს ქუთაისში წიგნის მაღაზია ჰქონდა.

1908

ტიპი: მფლობელობა

1908 წლის 27 იანვარს ილია ჭავჭავაძის ანდერძის განსახილველად გამართულმა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის სხდომამ დაადგინა: შეეთავაზებინათ ოლღა გურამიშვილისთვის, რათა მიეღო ანდერძით მისთვის განკუთვნილი ქონება, ხოლო "საზოგადოების" მიერ შექმნილი საგანგებო კომისია დაეხმარებოდა ქვრივს დატოვებული ქონებისა და ვალების მოწესრიგებაში (ხელს აწერენ: ა. ყიფშიძე, ს. ფირცხალავა).

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილს კობიაანთკარში 280 დესეტინა და 2340 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ იაკინთეს ძე ალექსი-მესხიშვილს სოღანლუღში 153 დესეტინა და 2041 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წელს თედო შუშიაშვილთან თბილისში ბოლშევიკების საომარი მასალა და ტექნიკური ხელსაწყოები ინახებოდა.

1908

ტიპი: მფლობელობა

1908-1913 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ილია ჭავჭავაძისთვის ძეგლის დადგმის შესახებ მიწერ-მოწერის მიხედვით, სევერიან გიორგის ძე კეთილაძეს აფთიაქი ჰქონდა ბალახანში.

1908

ტიპი: მფლობელობა

1908-1913 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ილია ჭავჭავაძისთვის ძეგლის დადგმის შესახებ მიწერ-მოწერის მიხედვით, ალექსანდრე ლუარსაბის ძე გოცირიძეს აფთიაქი ჰქონდა ბაქოში, ტელეფონაიას (Телефонная) ქუჩაზე.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის ნიკანდრი ზაქარიას ძე არველაძის პირადი საქმის მიხედვით, ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგ ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძეს და მის მეუღლეს არც თავისი ქონება და არც მშობლების მემკვიდრეობა არ ჰქონდათ.

1916

ტიპი: მფლობელობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებას, რომლის თავმჯომარე იყო სილიბისტრო ხუნდაძე, 7 სამკითხველო ჰქონდა.

1908

ტიპი: მფლობელობა

1908-1913 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ილია ჭავჭავაძისთვის ძეგლის დადგმის შესახებ მიწერ-მოწერის მიხედვით, საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდისთვის დახმარების თხოვნით მიმართა ძმებს – ისაკ და აბრამ ილიას ძე ბოსტოღანაშვილებს, რომელთაც ავეჯის მაღაზია ჰქონდათ ბაქოში.

1911

ტიპი: მფლობელობა

1911 წელს სიმონ ნიკოლოზის ძე სააკაშვილს (სააკოვს) დონის როსტოვში, ბოლშაია სადოვაიას ქუჩის N 74-ში ჰქონდა სირაჯხანა „კახეთი" (ტელ.: N 902); მისი ღვინოები დაჯილდოებული იყო დიდი პრიზებით პარიზსა და ბრიუსელში, ასევე სხვა გამოფენების არაერთი დიდი ოქროსა და ვერცხლის მედლით.

1914

ტიპი: მფლობელობა

1914 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძემ განაცხადა, რომ გარდაცვლილი ეგნატე მამუკას ძე ხრამელაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოები ვაჭარმა იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ მისი გარდაცვალების შემდეგ ჩუმად დააბეჭდვინა სტამბაში.

1914

ტიპი: მფლობელობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ ეგნატე მამუკას (მაკარის) ძე ხრამელაშვილის გარდაცვალების შემდეგ ვაჭარი იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე გარდაცვლილის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოებს უკანონოდ ბეჭდავდა, როცა ეს გამგეობამ შეიტყო, ბეჭდვა შეაჩერა.

1899

ტიპი: მფლობელობა

1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრების სხდომის ოქმების მიხედვით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილს ჰქონდა ფოტო-სახელოსნო ხარაზოვის სახლში, ერევნის მოედანზე.

1915

ტიპი: მფლობელობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა იყო, ერთი სკოლა ჰქონდა გახსნილი.

1916

ტიპი: მფლობელობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარეც 1916 წლის 26 სექტემბრიდან გალაქტიონ აბესალომის ძე ტყემალაძე იყო, ერთი ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა.

1879

ტიპი: მფლობელობა

1879 წლის ნოემბრიდან კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანსკიმ თავისი ქარხანა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუთმო სკოლის ავეჯის დასამზადებლად.