ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47441

1915

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის მოქმედების ანგარიშის მიხედვით ივანე მიხეილის ძე გომელაური ჭიათურის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 თებერვალს ჭიათურის განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა 1915 წლის მოქმედების ანგარიში. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე, ექიმი, სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე და მდივანი ნიკოლოზ მაქსიმეს ძე წუწუნავა.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 3 იანვარს საქართველოდან რუსეთში სავაჭროდ გაემგზავრა თბილისის მოქალაქე ივანე შადინოვი. მან 70 ფუთი აბრეშუმი წაიღო.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე სასულიერო სასწავლებლისთვის ფულადი დახმარების გაღებაზე უარი განაცხადეს შემდეგმა სასულიერო პირებმა: აბრამ ბაღაშვილმა, ლ. ბერიევმა, ივანე როსტომოვმა, დ. ქიტიევმა, გ. ახმეტელოვმა და სფ. ფირანოვმა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭყონიას მიერ მოწოდებული სოლომონ მსაჯულის წერილის ასლი სახელწოდებით „მათს ბრწყინვალებას ჩემს მოწყალეს ხელმწიფეს“.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის სექტემბრიდან თელავში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი თავისი პანსიონით სახელმწიფოს ხარჯზე აღსაზრდელ მოსწავლეთათვის. სასწავლებლის გახსნისთვის თელავში მოღვაწე სასულიერო პირებმა საკუთარი ჯიბიდან გაიღეს საჭირო თანხა, რაც სასწავლებლის ზედამხედველ ნიკოლოზ მთვარელიშვილის დამსახურება იყო.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე სასულიერო სასწავლებლისთვის ფულადი დახმარების გაღებაზე თანხმობა განაცხადეს შემდეგმა სასულიერო პირებმა: მიხეილ ვარდიევმა, პ. შიუკოვმა, მ. მირიანოვმა, იოანე მრევლიშვილმა, გრიგოლ თუშუროვმა, გიორგი მრევლიშვილმა, იოსებ ბიბილურმა და ს. ტოპოლაშვილმა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობას დაესწრო სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი ნიკოლოზ მთვარელიშვილი, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოუთხრო ყრილობის წევრებს, ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი დახმარება სასწავლებლისთვის.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე მთავარი განსახილველი საკითხი სასულიერო სასწავლებლისთვის საჭირო ფულადი დახმარების მოძიება იყო. მსჯელობის დროს სასწავლებლის სასარგებლოდ, გონივრულად და წინდახედულად საუბრობდნენ მღვდლები: პ. შიუკაშვილი, მიხეილ ვარდიევი, მ. მირიანოვი, გრიგოლ თუშუროვი, იოანე მრევლიშვილი. მათი აზრით მღვდლებს თავიანთი ჯამაგირიდან ერთი მესამედი უნდა შეეწირათ სასულიერო სასწავლებლისთვის.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 8 მაისს გაიმართა თელავის სამღვდელოების ყრილობა, რომლის თავმჯდომარედ მიხეილ ვარდიევი აირჩიეს, ხოლო საქმისმწარმოებლად – მიხეილ ხელაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, საღამოს 8 საათზე დანიშნული იყო დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის კრება, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ვეშაპელი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ცალკე წიგნად დაიბეჭდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „ნაციონალ-დემოკრატიული პარტია“, რომელიც იყიდებოდა 15 შაურად „კლდის“ კანტორაში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, დაიბეჭდა დავით ვაჩნაძის ნაწერი „მუდმივი ჯარი თუ სახალხო მილიცია“, რომელიც „კლდის“ კანტორაში 15 შაურად იყიდებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, აკაკი ჩხენკელმა ბერლინში ხელშეკრულება დადო, რომლის ძალითაც საქართველო-გერმანიას შორის წყალქვეშ უნდა გაკეთდეს ტელეგრაფის მავთული ფოთიდან კონსტანცამდე და შემდეგ სტამბოლამდე.

1880

ტიპი: მფლობელობა

1880 წელს მიხეილ რევაზის ძე ერისთავი ფლობდა საგვარეულო მამულს სოფელ კარალეთში, ქართლში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მამედ ჯაფაროვი იყო აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის სექტემბერში გაზეთ „ერთობაში“ გამოქვეყნდა ვლადიმერ ახმეტელაშვილის წერილი ქართველი მონარქისტების მუშაობის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის სექტემბერში გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა დავით ონიაშვილის წერილები „ნაციონალ-დემოკრატების ბანაკში განხეთქილების“ შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა შალვა ქარუმიძის წერილი „სამშობლოს დაცვა და ჩვენი პარტია“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის სტატია „პურის ფასი და აგრარული პოლიტიკა“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „სოციალ-დემოკრატია და ჩვენი პარტია“, რომლითაც პასუხობს დავით ონიაშვილს.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ჭიჩოელის სტატია სახელწოდებით „დიდოელების არეულობა და კახეთი“, რომლის მიხედვით 1877 წლის 7 ივნისს სოფელ ენისელში ჩავიდა გენერალი რევაზ ანდრონიკაშვილი, რომელმაც დიდოელებთან დასაპირისპირებლად ადგილობრივებისგან შეკრიბა 300 კაციანი ჯარი, გარდა ამისა ერთი ბატალიონი და არტილერია თავისი ზარბაზნებით ენისელში მიდიოდა. ჯარის წინამძღოლად გენერალმა პოდპოლკოვნიკი გიორგი ჯორჯაძე დანიშნა.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ჭიჩოელის სტატია სახელწოდებით „დიდოელების არეულობა და კახეთი“, რომლის მიხედვით 1877 წლის 31 მაისს თავადმა გიორგი ჯორჯაძემ რომელიც ენისელში იმყოფებოდა შეიტყო დიდოელების არეულობის ამბავი და თელავის მმართველობას წერილობით რამდენჯერმე შეატყობინა, რომ დიდოელები კახეთში შესვლას ვერ მოახერხებდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა დაემშვიდებინათ, მაგრამ ამაოდ თელავის მმართველებს არაფერი გაუკეთებიათ მოსახლეობის დასამშვიდებლად.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 1 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი ჭიჩოელის სტატიის „დიდოელების არეულობა და კახეთი“ მიხედვით, როცა თელავის მოსახლეობამ გაიგო, რომ დიდოელები აპირებდნენ თელავის აღებას მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა, არც იარაღი ჰქონდათ მტერთან საბრძოლველად და არც ქალაქისთავი იწუხებდა თავს დახმარებისთვის, მხოლოდ თავადი მამუკა ჭავჭავაძე ცდილობდა ხალხის დამშვიდებას.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 17 სექტემბერს, ღამით, ქუთაისში გულის შეტევით გარდაიცვალა ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი, ერისკაცობაში გიორგაძე.