რეგისტრირებული ფაქტები47441
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 13 აგვისტოს რუსებსა და ოსმალებს შორის გაიმართა ბრძოლა, რომელშიც დაიჭრა გენერალ-ლეიტენანტი ზაქარია ჭავჭავაძე.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 27 ნოემბერს სოფელ წირქვალის სკოლის მასწავლებელმა ანტონ ნოზაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ღარიბ მოსწავლეთათვის საჭირო იყო 6 ეგზემპლარი „დედა ენა“, 5 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, და რამდენიც შესაძლებელი იქნებოდა, გრიფელები, კალმები და ფანქრები.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 22 ნოემბერს მასწავლებელი რომანოზ გაგუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას სწერს, რომ წალენჯიხის სკოლისთვის საჭირო იყო და ღარიბ მოსწავლეთათვის უნდა გამოეგზავნათ თითოეულისთვის თითო ეგზემპლარი I და II ნაწილი „როდნოე სლოვო“, „დედა ენა“, ასპიდის დაფა და ფანქარი, ჯამში – 23 „დედა ენა“, 23 „როდნოე სლოვო“, 23 ასპიდის დაფა თავისი გრიფელებითურთ და 23 ფანქარი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 26 ნოემბერს სოფელ ნაესაკაოს სკოლის მასწავლებელი ივლიანე ჭეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ სკოლისთვის საჭიროა შემდეგი წიგნები და ნივთები: 16 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, 56 ეგზემპლარი ქართული და რუსული წერის დედნები, ქაღალდი, მელანი, ფანქრები, გრიფელები, კალმები, კალმისტრები, ცარცი, აგრეთვე მასწავლებლისთვის – ქართული სახელმძღვანელოები: არითმეტიკის, ისტორიის და სხვანი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 1-ლ დეკემბერს ეწერის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ კოხრეიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისთვის საჭირო იყო: რუსული და ქართული წიგნები, „ბუნების კარი“, „პირველდასაწყისი კურსი რუსული ენისა“, ქაღალდი და ფანქრები. ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად საჭირო იყო 30-30 ეგზემპლარი ზემოხსენებული სახელმძღვანელო წიგნები, ხოლო ნივთები, რამდენიც შესაძლებელი იყო.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელმა ივანე გძელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ მუხრანის სკოლას სჭირდებოდა შემდეგი ნივთები: 13 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, უმთავრესი ისტორიული მოთხრობების სურათები, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმისა, კავკასიის, ევროპის და რუსეთის რუკები, არშინი, საჟენი და ფარგალი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავში მოღვაწე სასულიერო პირმა სოლომონ ფირანოვმა სარჩელი შეიტანა ალექსანდრე ვახვახიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც შეურაცხყოფასა და ეკლესიაში ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების ხელის შეშლაში სდებდა ბრალს.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 24 ნოემბერს სოფელ ბაჯის სასწავლებლის მასწავლებელმა ე. ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისათვის საჭირო იყო: „როდნოე სლოვო“ 1-ლი და მე-2 ნაწილი, ძველი და ახალი აღთქმის ისტორიის წიგნები, „ლოცვების ახსნა“, ევტუშევსკის „არითმეტიკული გამოცანების კრებული“, „დედა ენა“ და „ბუნების კარი“, თითოეული აღნიშნული სახელმძღვანელოს ღარიბთათვის დასარიგებლად გამგეობას უნდა გამოეგზავნა 6-6 ეგზემპლარი, ასევე სხვა სასწავლო ნივთები: ასპიდის დაფები, კუთხედი სახაზავები, კალმები, გრიფელები, საწერი ქაღალდი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ჩხირაულის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ ბრეგვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ სკოლისთვის აუცილებელი და საჭირო იყო: ჯუღელის წერის დედანი, გოგებაშვილის „დედა ენა“, ევტუშევსკის „არითმეტიკული გამოცანების კრებული,“ პირველი ნაწილი. ღარიბ მოსწავლეთათვის საჭირო იყო 6 ცალი „დედა ენა“, 2 ცალი „არითმეტიკის კრებული“, 5 ცალი წერის დედანი, 3 ასპიდის დაფა, 1 დუჟინი გრიფელი, ერთი დუჟინი ფანქარი და რამოდენიმე დუჟინი რკინის კალამი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის მარტში სოფელ ლანჩხუთის სასწავლებლის მასწავლებელმა სპირიდონ კვირკველიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად მიიღო შემდეგი წიგნები და სასწავლო ნივთები: „დედა ენა“ – 15, „ბუნების კარი“ – 5, დედანი – 15, ასპიდის დაფა – 15. შემოწირული წიგნები და ნივთები დაურიგდათ ღარიბ მოსწავლეებს, რომელთაც არ ჰქონდათ ყიდვის საშუალება.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის მარტში სოფ. ლანჩხუთის სასწავლებლის პედაგოგმა სპირიდონ კვირკველიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან სკოლის ბიბლიოთეკისთვის მიიღო ახალი აღთქმის, „დავითნის“, „არითმეტიკული გამოცანების“, ორბელიანის ლექსების „დარიგება მასწავლებელთათვის“, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, ბარათაშვილის ლექსების, „მირიან მეფე და წმინდა ნინოს“ თითო-თითო ეგზემპლარი, მიღებისთანავე აღრიცხა სკოლის კატალოგში როგორც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოწირულობა.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 20 ნოემბერს ბაღდათის სკოლის მასწავლებელმა ნიკიფორე ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისთვის საჭირო იყო „თვალსაჩინო სწავლის“ სახელმძღვანელო რუსულ ენაზე, სრული ქართული ლოცვების წიგნი, წელიწადის დროთა სურათები, ბუნების მოვლენების აღწერა რუსულ ენაზე, ნახევარსფეროების რუკა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის ივნისში მასწავლებელმა ნიკიფორე გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ბაღდათის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის მიიღო და აღრიცხა შემდეგი წიგნები: „დედა ენა“ – 22 ეგზემპლარი, „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ – 2, „გლოვა ირაკლი მეორისა“ – 2, კრილოვის „იგავ-არაკნი“ – 2, რ. ერისთავის „იგავ-არაკნი“ – 1, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება – 2.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 26 ნოემბერს სოფელ მარნის სკოლის მასწავლებელი იასონ კაპანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობებს, რომ სჭირდებათ შემდეგი წიგნები: „დედა ენა“ – 18 ცალი, „ბუნების კარი“ – 10, კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო – 20, „როდნოე სლოვო“ I ნაწილი – 20, „როდნოე სლოვო“ II ნაწილი – 10, ნივთები: 30 ფანქარი, 1 კოლოფი კალმები, 30 კალმისტარი.