ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50450

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი მეორედ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს ციხიდან გამოსული იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების წევრ-მდივნად მიიწვიეს.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილმა პიესა „ქალი“ დაწერა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913-1914 წლის ზამთრის სეზონზე ქართული თეატრის რეჟისორები იყვნენ: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ვალერიან შალიკაშვილი და მიხეილ ქორიძე.

1913

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1913 წელს ჭლექით დაავადებული იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი საქართველოში დაბრუნდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ალექსანდრე ესტატეს ძე მოზდოკელის ინიციატივით ხაშმის ერთკლასიანი სასწავლებელი ორკლასიანად გადაკეთდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლიდან შალვა ქარუმიძე საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობის წევრად აირჩიეს.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს შალვა ქარუმიძე სახალხო უნივერსიტეტში ლექტორად მიიწვიეს.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913-14 წლიდან თევდორე ღლონტი გაზეთ „სახალხო საქმის“ მთავარ თანამშრომლად მიიწვიეს.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913-14 წლიდან თევდორე ღლონტი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მთავარი გამგეობის წევრი იყო.

1913

ტიპი: განათლება

1913 წელს ილია ფირცხალაიშვილმა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913-14 წლიდან თევდორე ღლონტი მხოლოდ სოციალისტ-ფედერალისტთა პრესასთან თანამშრომლობდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლიდან შალვა ქარუმიძე სახალხო უნივერსიტეტში სამი წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს მსოფლიო ისტორიაზე.

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წელს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა გადასახლებიდან დაბრუნდა.

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წელს თბილისის საოლქო სასამართლომ ფილიპე ლორია და ტრამვაის სხვა თანამშრომლები უდანაშაულოდ ცნო.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) შემოსავალი შეადგენდა 75 მანეთს, გასავალი – 33 მანეთსა და 12 კაპიკს.

1913

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილება 257 წევრისაგან შედგებოდა. წლის მანძილზე საზოგადოების განყოფილებამ ჩაატარა 8 სხდომა და განიხილა 30 საქმე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) შემოსავალი 165 მანეთსა და 07 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 47 მანეთსა და 54 კაპიკს.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორს კერძო მასწავლებლის, ნინო გიორგის ასულ მონადირაშვილის საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის მასწავლებლად დამტკიცება სთხოვა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ბურჭულაძემ თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორს გაუგზავნა მასწავლებელ ნინო მონადირაშვილის თბილისის მეოთხე გიმნაზიის მერვე დამატებითი კლასის დამთავრების ატესტატი (საბუთი №232) და კეთილსაიმედოობის მოწმობა (საბუთი №10 060).

1913

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ 1913 წლის 17 იანვარს განიხილა შალვა გოგებაშვილის დეკემბრის წერილი და დაადგინა: კიევში ბოლოს გაგზავნილი 100 მანეთი სწავლის დასამთავრებელ დახმარებად ჩასთვლოდა ადრესატს; ამავე მიზნით კიდევ 200 მანეთი გაეგზავნათ მისთვის და თანაც გაეფრთხილებინათ, რომ სწავლის დამთავრებისთვის მეტი თანხა აღარ მიეცემოდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორმა შეატყობინა, რომ მასწავლებელ ნინო მონადირაშვილის პოლიტიკური კეთილსაიმედოობის მოწმობა (№10060) დირექციაში შენახულ საქმეს დაურთო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორმა მასწავლებელ ნინო მონადირაშვილის ატესტატი გაუგზავნა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორმა შეატყობინა, რომ საზოგადოების 17 იანვრის თხოვნის შესაბამისად კერძო მასწავლებელი ნინო მონადირაშვილი თელავის განყოფილების სკოლის მასწავლებლად დაამტკიცა.

1913

ტიპი: ღონისძიება

ქვემო ქიზიყში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფილიალის დამფუძნებელთა კრების მიერ მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილი ოქმის თანახმად, 1913 წლის 20 იანვარს სამრევლო სკოლების მეთვალყურის, მამა ეგნატე მენთეშაშვილის მოწვევით გაიმართა ორმოცკაციანი კრება, რომელმაც დაადგინა განყოფილების გახსნა და გამგეობის ადგილსამყოფლად სოფელი ქვემო მაჩხაანი გამოაცხადა. ფილიალის ნამდვილ წევრად ოცდაათი პირი ჩაეწერა, რომლებმაც გამგეობის წევრებად მღვდელი ლუკა ნაცვლიშვილი და ალექსანდრე ინაშვილი აირჩიეს, ხოლო თავმჯდომარედ − მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი.