რეგისტრირებული ფაქტები46994
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს გინეკოლოგი მ. თ. კოგანი ქუთაისში სამსონ ბესარიონის ძე თოფურიას საავადმყოფოში მუშაობდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს სამსონ ბესარიონის ძე თოფურია ქუთაისში თავისივე საავადმყოფოში თერაპევტად მუშაობდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ფ. კ. გერატი ქუთაისში სამსონ ბესარიონის ძე თოფურიას საავადმყოფოში ქირურგად მუშაობდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სამსონ ბესარიონის ძე თოფურიას ქუთაისში სამკურნალო და ამბულატორია ჰქონდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კარლო ჩხეიძე მეოთხე სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის დეკემბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლის „ორი ობოლი“ რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ხოლო ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს სტეფანე ხოჯაევი და ი. წულუკიძე ი. ს. მამაჯანოვის მიერ გამოგონილი პურის გასალეწი მანქანის შემმოწმებელი კომისიის წევრები იყვნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 4 დეკემბერს ნატო გაბუნია-ცაგარლის პატივსაცემად ქართულმა დრამატულმა საზოგადოების დასმა სპექტაკლი „ორი ობოლი“ დადგა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ნატალია მერაბის ასული გაბუნია თავის ბენეფისზე დუდუკით გააცილა ხალხმა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ნატალია მერაბის ასულ გაბუნიას ბენეფისზე საჩუქარი მიართვეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ნატალია მერაბის ასულ გაბუნიას ბენეფისს ძალიან ბევრი ხალხი დაესწრო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ნატალია მერაბის ასულ გაბუნიას ბენეფისზე წარმოდგენილ დივერტისმენტში ანდრონიკოვისამ ხელოვნური ინტონაციით წაიკითხა ლექსი „სიყვარულო, რა გრძნობა ხარ!“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ნატალია მერაბის ასულ გაბუნიას ბენეფისზე ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგის (მოხევეს) თამაში ილია ჭავჭავაძის „დედა შვილის“ ეპიზოდებში არ იყო კარგი. არც მისი ხმა და არც მოძრაობები არ გამოვიდა მოსაწონი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ნატალია მერაბის ასულ გაბუნიას ბენეფისზე თავად გაბუნიამ ილია ჭავჭავაძის „დედა შვილის“ ზოგიერთი ეპიზოდი საუცხოოდ ითამაშა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ილია ჭავჭავაძის პოემა „დედა და შვილი“ მხოლოდ წასაკითხად იყო დაწერილი და არა სცენაზე წარმოსადგენად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ნატალია მერაბის ასულ გაბუნიას ბენეფისზე ბოლოს წარმოადგინეს ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“, საიდანაც ყველაზე სევდიანი და სულისშემკვრელი ადგილები გამოტოვებული იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ნატალია მერაბის ასულ გაბუნიას ბენეფისზე სპექტაკლმა კარგად ჩაიარა, თუმცა მონაწილეების ურეპეტიციობა მაინც შეიმჩნეოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ნატალია მერაბის ასულ გაბუნიას ბენეფისში მონაწილეობდა ანდრონიკოვისა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ნატალია მერაბის ასულ გაბუნიას ბენეფისში მონაწილე ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგს (მოხევეს) კარგად არ ჰქონდა როლი ნასწავლი და კარგად ვერ ითამაშა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ნატალია მერაბის ასულ გაბუნიას ბენეფისში მონაწილეები და-ძმა მძინაროვები კარგად თამაშობდნენ თავიანთ როლებს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ნატალია მერაბის ასულ გაბუნიას ბენეფისში მონაწილემ მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძემ სონას როლი შთამბეჭდავად შეასრულა.