ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46026

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს პოდპოლკოვნიკი გიორგი იორამის ძე თარხნიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს პოლკოვნიკი გიორგი ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკო ლომოურის მოთხრობა „ალი“.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს ქუთაისის გუბერნიის ყოფილმა თავადაზნაურობამ ქართული გიმნაზია დააარსა და ალექსი ჭიჭინაძე დირექტორად მიიწვია.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879-98 წლებში ქაიხოსრო ალექსის ძე ვაჩნაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1879

ტიპი: ავტორობა

ლექსების კრებული „თ. ალექსანდრე ჯამ.-ორბელიანის ნაწერი და ოთხი ლექსი თ. ვახტანგ ვახტანგის-ძის ორბელიანისა“ გამოიცა 1879 წელს ზაქარია ჭიჭინაძის მიერ.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების პირველი გამგე (ინსპექტორი) შიო შიუკაშვილი იყო.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების კომიტეტის თავმჯდომარედ გ. რ. ერისთავი აირჩიეს.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების კომიტეტის წევრებად აირჩიეს: ვ. გ. თულაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ლ. ი. მაღალაშვილი, დავით ერისთავი და ნ. პ. ქანანოვი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს სიმონ ღოღობერიძემ ორიგინალიდან, ფრანგულიდან თარგმნა მ. დე პეისონელის „მოთხრობა სპარსეთის და საქართველოს არეულობის თაობაზე“.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს ჟურნალ „ივერიის“ მე-7 და მე-8 ნომრებში დაიბეჭდა სიმონ ღოღობერიძის მიერ ფრანგულიდან, ორიგინალიდან, ნათარგმნი სტატია „მოთხრობა სპარსეთის და საქართველოს არეულობის თაობაზე“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ემინიმ რუსულად თარგმნა და გამოსცა საეკლესიო კანონები და საგალობლები, რომლებიც ენის ღრმა ცოდნას მოითხოვდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის დასაწყისში ილია ჭავჭავაძემ ალფონს დოდეს მოთხრობა „თურკოსი კომმუნელთა შორის“ თარგმნა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ჟურნალ „ივერიის“ №7-8-ში რუბრიკით „შინაური მიმოხილვა“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ძნელია მოვალეობა შინაური მიმოხილვისა ჩვენში ...“

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ჟურნალ „ივერიის“ №5-6-ში რუბრიკით „შინაური მიმოხილვა“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ჩვენებური კლასიკური გიმნაზია და ქართველები“.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს სერგეი ნიკოლოზის ძე სტრელეცკი თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი იყო.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ჟურნალ „ივერიის“ №7-8-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი მარიანო ხოსე დე ლარას სატირული მოთხრობა „ვაქებ, ანუ: ამასაც ხომ არ დამიშლიან“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ჟურნალ „ივერიის“ №7-8-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ჟიულ კლარეტის რომანის „ერთი უბედურთაგანი“ პირველი ნაწილი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით ბაშკიჩეთში მამასახლისისა და მოსამართლეების არჩევნები გაიმართა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს ილია ჭავჭავაძემ თბილისის გუბერნატორს თელავისა და კონდოლის დამზოგველი საზოგადოებების წესდებათა პროექტები წარუდგინა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ანასტასია თუმანიშვილმა ფრანგულიდან თარგმნა ვალტერ სკოტის „ირლანდიელი ქვრივი“ .