რეგისტრირებული ფაქტები50738
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 4 იანვარს გამოსული რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი იყო ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი (მინგრელსკი).
1867
ტიპი: ღონისძიება
რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის 1867 წლის 4 იანვრის უმაღლესი განკარგულებით, სამეგრელოს მთავარმა ნიკოლოზ დავითის ძე დადიანმა სამეგრელოს მართვა რუსებს გადააბარა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 4 იანვარს გამოსული რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულებიდან ირკვევა, რომ სამეგრელოს მთავარმა ნიკოლოზ დავითის ძე დადიანმა უარი თქვა სამეგრელოს მართვაზე.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 4 იანვარს გამოვიდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის უმაღლესი განკარგულება, რომლის თანახმად სამეგრელოს თავადი ნიკოლოზ დადიანი მილიონი რუბლით ჯილდოვდებოდა სამეგრელოს მართვაზე უარის გამო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს 4 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სვიმონ თულაშვილს მადლობა გადაუხადეს მეჯვრისხევის სამკითხველოს ფინანსური დახმარებისთვის.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს 4 მარტს „ცნობის ფურცლის“ მეშვეობით მადლობა გადაუხადეს კონსტანტინე გაბარაშვილს იმის გამო, რომ მან მეჯვრისხევის სამკითხველოს გაუგზავნა წიგნები და თავისი ხარჯებით გამოუწერა 1897 წლის „ჯეჯილი“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვარს მეღვინე-მევენახეთა წარმომადგენელი იოსებ ზაქარის ძე ანდრონიკაშვილი სიტყვით გამოვიდა სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი იყო მეღვინე-მევენახეთა წარმომადგენელი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მელქისედეკ დიმიტრის ძე მიქელაძეს გადასახდელი ჰქონდა 2568 მანეთი და 90 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავით ალექსანდრეს ძე მიქელაძეს გადასახდელი ჰქონდა 9369 მანეთი და 41 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავით ალექსანდრეს ძე მიქელაძეს გადასახდელი ჰქონდა 2064 მანეთი და 98 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავით და ნიკოლოზ ბეჟანის ძე ჩხეიძეებს გადასახდელი ჰქონდათ 7619 მანეთი და 1 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ანემპოდისტე იესეს ძე მაჩაბელს გადასახდელი ჰქონდა 6466 მანეთი და 29 კაპიკი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვარს სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე აირჩიეს პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლობით: გიორგი ჟურული, ალექსანდრე მაჩაბლიშვილი, შალვა ქარუმიძე, ი. ციციშვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ანემპოდისტე იესეს ძე მაჩაბელს გადასახდელი ჰქონდა 11385 მანეთი და 81 კაპიკი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში კონსტანტინე ზაქარია ძე მაყაშვილი ქართული კლუბის მამასახლისი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ლომინ, დავით და სოლომონ გიორგის ძე მიქელაძეებს გადასახდელი ჰქონდათ 2023 მანეთი და 81 კაპიკი.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 9 მარტს ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. განსვენებული 20 წლის განმავლობაში განაგებდა დაღესტნის თემს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 იანვრისთვის დანიშნული იყო თავად-აზნაურთა საგანგებო კრება, რომელზეც უნდა განეხილათ სამეურნეო სკოლასთან დაკავშირებული საკითხები. სამეურნეო სკოლის გასახსნელად ზაქარია გიორგის ძე ერისთავმა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურებს აჩუქა თავისი მამული. კრების წინამძღოლი იყო კონსტანტინე მუხრანბატონი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ყოფილმა პედაგოგმა კონსტანტინე ცხვედაძემ მთავრობას წიგნის მაღაზიის გახსნის ნებართვა სთხოვა, რაზედაც უახლოეს მომავალში მიიღებდა ნებართვას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ევგენი სოფრომის ძე ქუთათელაძეს გადასახდელი ჰქონდა 616 მანეთი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სამსონ და ივანე ალექსანდრეს ძე მაჭუტაძეებს გადასახდელი ჰქონდათ 9565 მანეთი და 57 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დიმიტრი ივანეს ძე მუსხელოვს გადასახდელი ჰქონდა 12 190 მანეთი და 7 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში პავლე და ლევან ალექსანდრეს ძე თუმანოვებს გადასახდელი ჰქონდათ 10 951 მანეთი და 53 კაპიკი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მომარაგების მინისტრმა გიორგი პავლეს ძე ერაძემ წერილი გაუგზავნა ფირმა „სიბუნიონ ლიმიტედის“ ბათუმის წარმომადგენელ ნოელ სტეფანეს ძე სმიტს, ხოლო მისი ასლი ამავე ფირმის ოფიციალურ წარმომადგენელს კავკასიაში ლევ ქრისტეფორეს ძე გერმანს 1919 წლის 29 ოქტომბერს მათთან დადებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.