რეგისტრირებული ფაქტები50101
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 6 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა იაკობ გოგებაშვილის სტატია „უმეცრების ამაყობა“, რომელიც სახალხო მასწავლებლებს მიუძღვნა, კერძოდ, ზახაროვსა და კუვშინსკის, რომლებსაც ისე ეჯავრებოდათ „დედა ენა“ და „ბუნების კარი“, რომ სემინარიის მმართველობას არაერთხელ ააკრძალინეს ამ სახელმძღვანელოებით სწავლება.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით ჩატარებულ თათბირში მონაწილეობდნენ: მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ჭიჭინაძე, ადმინისტრაციის ინსპექტორი, ზემო სვანეთის კომისარი, ლანჩხუთის ერობის თავმჯდომარე და იმავე ერობის გამგეობის წევრი. თათბირზე შემუშავდა სხვადასხვა ზომები მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში კონსტანტინე როსტომის ძე შალიკოვს, ნიკოლოზ, მიხეილ, გიორგი დიმიტრის ძე შალიკოვებსა და სალომე პანტელემონის ასულ შალიკოვს 34084 მანეთი და 84 კაპიკი დავალიანება ჰქონდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე როსტომის ძე შალიკოვს, ნიკოლოზ, მიხეილ, გიორგი დიმიტრის ძე შალიკოვებსა და სალომე პანტელემონის ასულ შალიკოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თბილისის გუბერნიასა და გორის მაზრაში, სოფელ სკრაში მდებარე სახნავ-სათიბი, ხეხილიანი ვენახი, საძოვარი ადგილები, წისქვილი, 1447 დესეტინა ტყე და 2296 საჟენ მიწაზე შენობები, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ჰყიდდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანს დავალიანება ჰქონდა 6097 მანეთი და 54 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკის დავალიანება ჰქონდა 2039 მანეთი და 95 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკის თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და მაზრაში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფებით, სამზარეულოებით, შენობებით, ეზოთი, წყაროს წყლითა და ერთ დესეტინამდე მიწით, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანს დავალიანება ჰქონდა 11258 მანეთი და 77 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და მაზრაში მდებარე სახნავი, საძოვარი, 1434 დესეტინა და 1120 საჟენი სათიბი, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიაში მდებარე სახნავ-სათიბი, საძოვარი, 1292 დესეტინა და 1600 საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მიხეილ დიმიტრის ძე ალექსეევ-მესხიევს დავალიანება ჰქონდა 3945 მანეთი და 43 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მიხეილ დიმიტრის ძე ალექსეევ-მესხიევს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ახალდაბაში მდებარე სათიბ-სახნავი ადგილი და 178 დესეტინა და 840 საჟენი ტყე, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიევს, ნინო და მარიამ გიორგის ასულ ხიმშიევს, ეკატერინე ბეჟანის ასულ ხიმშიევს დავალიანება ჰქონდათ 4437 მანეთი და 65 კაპიკი.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლის 9 ივნისის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მმართველი იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიევს, ნინო და მარიამ გიორგის ასულ ხიმშიევს, ეკატერინე ბეჟანის ასულ ხიმშიევს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ თელავის მაზრაში მდებარე 653 დესეტინა და 1820 საჟენი სახნავ-სათიბი, რომელსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონს (მუხრანსკის) დავალიანება ჰქონდა 24 432 მანეთი და 99 კაპიკი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონს (მუხრანსკის) თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში მდებარე სამსართულაინი ქვითკირის სახლი ფლიგელით, შენობით და 313 ¾ საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ზაქარიას ძე გაბაევს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ჰქონდა დავალიანება 6625 მანეთი და 56 კაპიკი.