რეგისტრირებული ფაქტები50433
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 თებერვალს აკაკი წერეთლის დაკრძალვაზე ჩამოვიდა შალვა დადიანი, როგორც ბაქოს დრამატული წრის წარმომადგენელი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 თებერვალს, აკაკი წერეთლის დაკრძალვის შემდეგ, თბილისის 40-მდე მეპურე პოეტის საფლავთან შეიკრიბა და სანთლები დაანთო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 თებერვალს, აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეს, კრასნოვოდსკში მყოფი ქართველები შეიკრიბნენ და აკაკის სულისთვის ილოცეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 თებერვალს ხაშმელ მგალობელთა გუნდმა დიდუბის პანთეონში დიმიტრი ბაქრაძის ხსოვნის პატივსაცემად პანაშვიდი გადაიხადა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 9 თებერვალს აკაკი წერეთლის დამკრძალავი კომიტეტის ბოლო სხდომაზე გიორგი ჟურული საგანგებო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 9 თებერვალს აკაკი წერეთლის დამკრძალავი კომიტეტის ბოლო სხდომაზე არჩეული საგანგებო კომისიის წევრები იყვნენ: გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ანასტასია მაჩაბლისა, პავლე დავითის ძე საყვარელიძე, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, მიტროფანე ერმილეს ძე ლაღიძე და ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 9 თებერვალს გაიმართა აკაკი წერეთლის დამკრძალავი კომიტეტის ბოლო სხდომა კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით. სხდომაზე აირჩიეს საგანგებო კომისია, რომელსაც დაევალა აკაკის სახ. საზოგადოებისთვის წესდების შედგენა პოეტის ძეგლის დასადგმელად, აკაკის დასაფლავების აღწერა-გამოცემა, საფლავის მეთვალყურეობაზე ზრუნვა და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 თებერვალს საბავშვო ბაღის გამგე ელენე იოსების ასული გომართელი, პედაგოგები – ნინო გაბრიელის ასული ახმეტელაშვილი, ა. გედევანიშვილი და თ. ა. ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საბავშვო ბაღების გახსნისათვის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას უგზავნიან, რაც წლიურად 1500 მანეთს შეადგენდა (ფ. ფრებელისა და მ. მონტესორის სისტემის ნივთები – 73 მანეთი, ავეჯი – 150, სხვადასხვა ნივთი – 720, სიმღერის მასწავლებლებზე განსაზღვრული თანხა –180, მოსამსახურე პერსონალზე – 72 მან.).
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 10 თებერვალს საბავშვო ბაღის გამგე ელენე იოსების ასული გომართელი, პედაგოგები – ნინო გაბრიელის ასული ახმეტელაშვილი, ა. გედევანიშვილი და თ. ა. ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომ ფასებში გახსნას სთხოვენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 14 თებერვალს ხაშურში წარმოადგინეს სიო ჭანტურიშვილის 3-მოქმედებიანი დრამა „მორევში“ და ერთმოქმედებიანი კომედია „საუბედურო დებიუტი“ იუზა ზარდალიშვილისა და ანა შოთაძის მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 14 თებერვალს სახალხო სახლში ქართული წარმოდგენების მმართველი წრის მიერ წარმოდგენილ კომედიაში „დაქცეული“ ელენე ციმაკურიძემ სალომეს როლი შეასრულა, ნიკო გოცირიძემ ითამაშა გიჟმოზე, პიერეტამ – ნატო, ალექსი მეტრეველმა – უანგარო მიხო, გიგო გელიკურაშვილმა – ფარსიღა და ა.შ.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომ წიგნები ყდებში უნდა ჩაესვათ, გაეკეთებინათ ორი კარადა წიგნების დასალაგებლად და სამი ვიტრინა სამუზეუმო ნივთებისათვის. ასევე ერთი კარადა-ვიტრინა ილია ჭავჭავაძის ტანისამოსისთვის.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 19 თებერვალს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა შეეძინათ ის ქართული წიგნები, რომლებიც არ ჰქონდათ. ასევე, სხვა უცხოენოვანი წიგნები, რომლებიც საქართველოს და კავკასიას ეხებოდა და საჭირო იყო საქართველოს უკეთესად შესასწავლად.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილის მოხსენება მუზეუმის სამოქმედო გეგმის შესახებ. ხელს აწერენ სექციის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი იროდიონ სონღულაშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ (ხაზინადარი − ივანე პაატაშვილი) 1914 წლის შემოსავლის ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, შემოსავლიდან 1913 წლის ნაშთი 151. 13 მანეთი იყო, საწევრო გადასახადი − 189, სოფიო ვახვახიშვილის სასტიპენდიო თანხის სარგებლიანი ქაღალდების პროცენტი − 68. 23, ჟურნალ-გაზეთებიდან შემოსული თანხა − 36. 75, საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან დაბრუნებული ვალი − 58. 20 მან. სულ 1914 წელს შემოსული თანხა 503. 41 მანეთს შეადგენდა. 1915 წლის პირველ იანვრამდე წიგნის მაღაზიაზე ვალად ითვლებოდა 1200 მან., სოფიო ზარაფიშვილზე − 100.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ ის ორ დღეში წარმოადგენდა განყოფილების მოქმედების შესახებ ანგარიშს. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ (ხაზინადარი − ივანე პაატაშვილი) გაუგზავნა სკოლის 1914 წლის შემოსავლის ანგარიში: შემოსავალი სულ 1 622. 09 მანეთს შეადგენდა, აქედან 1914 წელს სწავლის გადასახადით შემოსული 292 მანეთი იყო, გასართობი საღამოებიდან − 1 056. 21, სოფიო ვახვახიშვილის სასტიპენდიო თანხის სარგებლიანი ქაღალდების პროცენტი − 8. 47, შემოწირულობა − 39. 50, საზოგადოების თელავის განყოფილების გაღებული თანხა კი − 225. 91 მან.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის ანგარიშები. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ 1914 წლის გასავლის ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, 1914 წელს წიგნის მაღაზიის წინა წლების დანახარჯი 58. 20 მანეთი იყო, სოფიო ვახვახიშვილის სტიპენდიის თანხა − 60, ილია ზარაფიშვილის სახლების საქმეზე თბილისიდან მოწვეული ვექილის გზის ხარჯი − 30 მან., წვრილმანი ხარჯები − 22. 83, სკოლას მოხმარდა 225. 91 მანეთი. სულ 1914 წელს თელავის განყოფილებამ 396. 94 მანეთი დახარჯა.