ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50433

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 მარტს დუშეთში აკაკი წერეთლის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე დ. კობიაშვილმა წაიკითხა რეფერატი აკაკის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 7 მარტს აკაკი წერეთლის ხსოვნის პატივსაცემად დუშეთის სცენისმოყვარეთა წრემ წარმოადგინა „პატარა კახი“ გრიგოლ დავითის ძე მაისურაძის, ა. ბერიშვილის, ს. ნამორაძის, დ. კობიაშვილის, მიხეილ გიორგის ძე ოსიტაშვილის, ნ. კანდელაკის და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების საკანცელარიო მაღაზიის გამგემ ყარამან იაგორის ძე კოპალეიშვილმა ბრალი დასდო გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძესა და პავლე ლუკას ძე წულაიას მაღაზიის მუშაობის ხელის შეშლაში.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 8 მარტს ხაშურის დრამატულ წრეს იუზა ზარდალიშვილის მონაწილეობით ისტორიული დრამა „იმერეთის მეფე“ უნდა წარმოედგინა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „სიმღერა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის პორტრეტი, რომლის ავტორი იყო შალვა ქიქოძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი შერვაშიძის ლექსი „აკაკის“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის თხზულება „აკაკი შთამგონებელი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის წერილის „დღევანდელი ჩვენი საჭიროება“ ნაწყვეტი „ქალების აღზრდა-განათლება“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „ჩემი სიმღერა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანეტა იურკევიჩის წერილი „აკაკის უკანასკნელი დღეები“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით დიანოზის ძე კოპალეიშვილის ლექსი „აკაკი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის სტატია „ზეპირსიტყვაობის გამო“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოსო მერკვილაძის წერილი „აკაკი რითია ძვირფასი?“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი პაპავას წერილი „ობლობა“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 8 მარტს სახაზინო თეატრში ივანე გომართელის, ივანე მაჭავარიანის, ნიკოლოზ ლომოურის, გრიგოლ რობაქიძის, კარლო ჩხეიძის, ილია კარგარეთელის და სხვ. მონაწილეობით აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილი დილა გაიმართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 8 მარტს სახაზინო თეატრში ეკატერინე გაბაშვილის, დომინიკა ერისთავის, მარიამ საფაროვა-აბაშიძის, კიტა აბაშიძის, ალექსანდრე აბაშელის, ვაჟა-ფშაველას და სხვ. მონაწილეობით აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილი დილა გაიმართა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის წერილის „აკაკის ტკბილ-მწარე სიტყვები“ მე-2 ნაწილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 8 მარტს აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს სამოქალაქო პანაშვიდზე კონსტანტინე ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა სამგლოვიარო საგალობლები შეასრულა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 8 მარტს ქართველ ქალთა სახელოსნო სკოლაში მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო საღამო გამართეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 8 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლისა და პატარა ფატი გოკიელის სურათი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 8 მარტს, აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს, სამოქალაქო პანაშვიდზე გუნდმა კონსტანტინე ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით სამგლოვიარო საგალობლები შეასრულა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 10 მარტს ქართველ მსახიობთა ამხანაგობას აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო უნდა გაემართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 10 მარტს ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ აკაკი წერეთლის ხსოვნის პატივსაცემად სახალხო სახლში „პატარა კახი“, „თორნიკე ერისთავი“ და „თამარ ცბიერი“ წარმოადგინა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე ახალკაციშვილის მოთხრობა „უმეცრების მსხვერპლი“.