რეგისტრირებული ფაქტები46856
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, შემოსავალი ნავარაუდევი ჰქონდა 54 760. 53 მანეთი, რეალურად კი – 57 803.67 მან. იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს მიხეილ ივანეს ძე კალანდარიშვილი, კონსტანტინე ტარიელის ძე ლორთქიფანიძე, ალექსანდრე გიორგის ძე მაღალაშვილი, რაჟდენ ლევანის (სოლომონის) ძე ნაცვლიშვილი და სერგო ლევანის ძე ღოღაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ალექსანდრე იასონის ძე ყაველაშვილის თავმჯდომარეობის დროს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არმავირის განყოფილების შემოსავალი 1996. 12 მანეთი იყო, ხოლო გასავალი – 998. 17 მანეთი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ადმინისტრაციულ სექციას გამოუყო 32 103. 53 მანეთი (დაიხარჯა – 27 411. 25), სასკოლო სექციას – 13 767 (დაიხარჯა – 16 469. 46), ბიბლიოთეკებისა და სამკითხველოების სექციას – 3 390 (დაიხარჯა – 3 140. 73).
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ათანასე პეტრეს ძე დუნდუა, მარო ალექსანდრეს ასული იაშვილი, ბაგრატ ფილიპეს ძე კალაძე, მაქსიმე ისიოდრეს ძე კორძაძე და ნესტორ გიორგის ძე კობრავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს გრიგოლ და კონსტანტინე დავითის ძე გიორგაძეები, რემა პეტრეს ძე გვალია, ალექსანდრე ნიკოს ძე გუგუციძე და თეოფილე ბესარიონის ძე დადუნაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს იონა ფილიმონის ძე აბრამიძე, დიმიტრი ლაზარეს ძე ბელთაძე, ამბროსი ივანეს ძე ბურკაძე, სიმონ ბიჭიას ძე ბურკაძე და ვარლამ სოფრომის ძე ბიბილაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს დარია ახვლედიანი, ონისიმე და პავლე არჩილის ძე ახვლედიანები, ნიკოლოზ ლავრენტის ძე აბაშიძე, ევსევი ლუკას ძე აბაშიძე და პლატონ ლუკას ძე აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ამბაკო და იროდი დომენტის ძე კაშიები, ილია სპირიდონის ძე ლორთქიფანიძე, ნესტორ სიპიტოს ძე ლორთქიფანიძე და გრიგოლ კონსტანტინეს ძე ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს იაგორ კონსტანტინეს ძე მესხი, სიმონ სპირიდონის ძე ნიკოლეიშვილი, ონიფანტე ფილიპეს ძე ნიკოლეიშვილი, გიორგი თადეოზის ძე ნამიჭეიშვილი, დავით მეძმარიაშვილი და თეოფანე ნადირაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ეფრემ მიხეილის ძე სანადირაძე, გრიგოლ ტარიელის ძე სანადირაძე, ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ტყებუჩავა, ილიკო იულოს ძე ორმოცაძე და სერგო სარიჟიანცი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ბესარიონ ივანეს ძე ნადირაძე, ვლადიმერ ფირანის ძე პაიჭაძე, ვლასი (ნორა) კონსტანტინეს ძე რატიანი, მიხეილ და იასონ ფილიპეს ძე რამიშვილები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ივლიანე ალექსის ძე ლასხიშვილი, ანტონ ვლადიმერის ძე ლასხიშვილი, გედეონ ლაზარეს ძე მეფარიშვილი, გიორგი და დავით ანტონის ძე მორჩილაძეები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ივანე მოსეს ძე ახვლედიანი, ალექსანდრე ვასილის ძე ახვლედიანი, დავით და ტარიელ ნესტორის ძე ახვლედიანები, ვარლამ სოლომონის ძე ახვლედიანი და მინადორა სოლომონის ასული ახვლედიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილება გაიხსნა. 1916 წელს ზაქარია ალექსის ძე ნებიერიძე ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 მაისს იოსებ იულონის ძე დადიანის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ საზოგადო კრებაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: წინა წლის ანგარიში, სარევიზიო კომისიის ანგარიში და ქართული სამკითხველოს, სკოლის გარეშე დაარსების საკითხი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობასთან, რომელსაც თავმჯდომარეობდა იოსებ იულონის ძე დადიანი, არსებობდა სასკოლო კომისია, დრამატული კომიტეტი, სამშენებლო ბიურო, კარგად მოწყობილი სკოლა და ბიბლიოთეკა-სამკითხველო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იოსებ იულონის ძე დადიანი იყო, 248 წევრი ჰყავდა. ნამდვილი წევრი იყო 234, საპატიო – 3, მუდმივი – 2.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ, რომელსაც თავმჯდომარეობდა იოსებ იულონის ძე დადიანი, სამშენებლო კომიტეტს სესხად 1 800 მანეთი მისცა, მთავარ გამგეობას გაუგზავნა – 954. 68, დარჩენილი 923. 76 მანეთი წვრილმან ხარჯებსა და განათება-გათბობაზე დახარჯა. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 1889. 82 მანეთი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ, რომელსაც თავმჯდომარეობდა იოსებ იულონის ძე დადიანი, სკოლას 6 233. 63 მანეთი მოახმარა, ბიბლიოთეკას – 332. 51, ქართულ წარმოდგენათა მოწყობას – 1 140.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებას, რომელსაც თავმჯდომარეობდა იოსებ იულონის ძე დადიანი, შემოსავალი 13 274. 40 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 11 384. 58.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობამ 35 სხდომა გამართა და 120 საქმე განიხილა. იოსებ იულონის ძე დადიანი დაესწრო 12 სხდომას, სვიმონ მერაბის ძე კვიტაშვილი – 29-ს, სიო დიმიტრის ძე ჭანტურიშვილი – 17-ს და ვასილ ბეჟანის ძე ხუჭუა – 33-ს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე ზაქარია ალექსის ძე ნებიერიძე იყო, 73 წევრი ჰყავდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ზაქარია ალექსის ძე ნებიერიძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობას 5 სხდომა ჰქონდა და 15 საქმე განხილეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ზაქარია ალექსის ძე ნებიერიძე, შემოსავალი 1107. 79 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 649. 52. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი იყო 518. 27 მანეთი.