რეგისტრირებული ფაქტები46757
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციის გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციის გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე იყო, სხვადასხვა სამეცნიერო დარგის წიგნების გამოცემა გადაწყვიტა და სპეციალისტები სხვადასხვა კომისიაში გააერთიანა. კომისიები განიხილავდნენ წარდგენილ ნაშრომებს და წყვეტდნენ, რომელი მათგანი დაბეჭდილიყო.
1916
ტიპი: განათლება
1916 წელს ვალერიან ისაკის ძე ახვლედიანი, სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილი, მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილი, მურად გულთაიშვილი, სულეიმან ისმაილის ძე კაიკაციშვილი, შალვა მოსიძე, დავით გიორგის ძე მელაძე და ქრისტეფორე ლუკას ძე რაჭველიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიატები იყვნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციამ იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილის მოთხრობების კრებულის I და II ნაწილი გამოსცა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციამ, რომლის თავმჯდომარე იყო თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის „იავნანამ რა ჰქმნა“ 2 000 ეგზემპლარი გამოსცა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციას, რომლის თავმჯდომარე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე იყო, სახალხო წიგნების დასაბეჭდად 3000 მანეთი ჰქონდა, მაგრამ წლის მანძილზე გაწეული რეალური ხარჯი 3458. 04 მანეთი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციამ ეკატერინე რევაზის ასულ გაბაშვილის მოზრდილებისთვის განკუთვნილი მოთხრობების წიგნი 2000 ეგზემპლარად გამოსცა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების მმართველობის წევრები იყვნენ: თავმჯდომარე მიხეილ იერემიას ძე ქავთარაძე, თავმჯდომარის მოადგილე სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი, მდივანი ევგენი გობეჩია. გამგეობის წევრები: სპირიდონ დანელია, ამბაკო სულუხია, აქვსენტი მახარაძე, ევგენი ბოხუა, სამუელ კოპლატაძე, თეოფილე გოგიბერიძე. სარევიზიო კომისიის წევრები: დომენტი ნადირაძე, ალექსანდრე ჩხარტიშვილი, ალექსანდრე ხოჭოლავა.
1916
ტიპი: განათლება
1916 წელს ქრისტეფორე გრიგოლის ძე ამილახვარი, გიორგი ვასილის ძე დალაქიშვილი, რაფიელ ბესარიონის ძე ნიჟარაძე, გაბრიელ გრიგოლის ძე ოქროპირიძე, იაკობ ისიდორეს ძე რამიშვილი და ნინო სოლომონის ასული ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიატები იყვნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის ბოლოს ქრისტეფორე გრიგოლის ძე ამილახვარს, გიორგი ვასილის ძე დალაქიშვილს, რაფიელ ბესარიონის ძე ნიჟარაძეს, ნინო სოლომონის ასულ ციციშვილს, ალექსანდრე ივანეს ძე ციციშვილს, რაისა ჩიხლაძეს, მამანტი არსენის ძე ხუხუნაიშვილს და ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ემუხვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია მოეხსნათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის ბოლოს ილია ტოროშელიძესა და დავით ჩიქოვანს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდია მოეხსნათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის ბოლოს შალვა მოსიძეს, შალვა ტატიშვილს, სიმონ ფიცხელაურს, სილოვან ყიფიანს, გიორგი ჩიტაიას, დავით ჩხეიძეს და თამარ ძნელაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია მოეხსნათ.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვასილ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას ურჩია ყულაბების რიცხვი გაემრავლებინა. ისინი დაედგათ მაღაზიებში, აფთიაქებში საკრედიტო დაწესებულებებში, საზოგადო საკრებულოში და სხვ. განყოფილების გამგეობამ მიიღო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძის წინადადება და შეიტანა ოქმში.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო ყულაბები, რომლებიც განყოფილებას 4 სხვადასხვა ადგილას ჰქონდა განაწილებული. ყულაბების შემოსავალი საანგარიშო წლის განმავლობაში 32 მანეთსა და 59 კაპიკს შეადგენდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის იანვრიდან დავით გიორგის ძე ჩადუნელსა და ალექსანდრე თადეოზის ძე შვანგირაძეს დაენიშნათ დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია – წელიწადში 360 მანეთი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მურად გულთაიშვილს და სულეიმან ისმაილის ძე კაიკაციშვილს 682. 32 მანეთით (ერთჯერადად) დაეხმარა სასტიპენდიო ვალის ანგარიშზე შესული თანხიდან. გამგეობის გადაწყვეტილებით, მათ მომავალშიც ამ თანხიდან უნდა დახმარებოდნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დავით გიორგის ძე მელაძესა და ალექსანდრე დიმიტრის ძე სოლოღაშვილს 125 მანეთით დაეხმარა ძმები ზუბალაშვილების სასტიპენდიო ფონდიდან.