რეგისტრირებული ფაქტები50062
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სპირიდონ მალხაზის ძე კედიამ განაცხადა, რომ ვინაიდან განყოფილებებს თავიანთი ბევრი სხვადასხვა ხარჯი ჰქონდათ დასაფარი, უფრო სამართლიანი იქნებოდა საპროცენტო გადასახადი გამოყოფილიყო არა წლიური საერთო შემოსავლიდან, არამედ ნაშთიდან.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა განყოფილებების ინსტრუქციის მე-4 მუხლის ცვლილება, რაც გულისხმობდა შემდეგს: საზოგადოების განყოფილება კრებდა და ხარჯავდა საწევრო ფულს, სხვადასხვა შემოსავალს და წლიური შემოსავლიდან გამოყოფდა 10 %-ს, რასაც გაუგზავნიდა გამგეობას საერთო ხარჯების დასაფარად.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა 22 ნოემბრის კრების ოქმი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: საპატიო წევრი ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა, გამგეობის წევრები: გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვლი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, გიორგი იესეს ძე ცინცაძე, პოლიევქტო ლაზარეს ძე კიკალიშვილი და 96 ნამდვილი წევრი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება, რომელიც გახსნა თავმჯდომარის მოადგილე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა დილის 11 საათსა და 40 წუთზე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: სვიმონ ხუნდაძე, კონსტანტინე დავითის ძე მაღალაშვილი და ზ. ლომთათიძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: მახარაძე, ნიკოლოზ კურდღელაშვილი, ნოე ხომერიკი და სერაპიონ რამიშვილი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულმა კომიტეტმა გამართა სპექტაკლები: „სიმდიდრის მსხვერპლი“ და „დატრიალდა ჯარა“. ორივე წარმოდგენას ერთად 366 კაცი დაესწრო. მოგება შეადგენდა 164.25 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს, ბიბლიოთეკარ დავით არევაძის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 120 ქართველი, 5 რუსი და 6 ოსი ხელმომწერი ჰყავდა, მათგან 8 სასულიერო წოდების, 31 ვაჭარი, ნოქარი ან მოქალაქე, 2 ჯარისკაცი, 29 მუშა, 63 მოხელე იყო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს, ბიბლიოთეკარ დავით არევაძის ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სამკითხველოთი 326-მა ქალმა და 1 556-მა კაცმა ისარგებლა, მათგან 1259 ქართველი, 160 რუსი, 29 სომეხი, 7 ებრაელი, 378 ოსი, 6 ბერძენი და 43 სხვა ეროვნებისა იყო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს, ბიბლიოთეკარ დავით არევაძის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სმკითხველოდან 852-ჯერ გაიტანეს წიგნები, აქედან – 105 სასულიერო შინაარსის, 125 ისტორიულ-ბიოგრაფიული, 86 გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული, 9 სამედიცინო, 35 სამეურნეო, 145 საბავშვო წიგნი, 94 ჟურნალი, 253 კი მოთხრობების, ლექსების ან პიესების კრებულები.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის დეკემბერში ვარლამ ბურჯანაძის, გიორგი ლასხიშვილისა და გრიგოლ ბურჭულაძის დადგენილებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის მასწავლებელთა ყოველთვიური ანაზღაურება 10 მანეთით გაზარდეს, სკოლის მომსახურე პერსონალის კი — 5 მანეთით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის დეკემბერში ვარლამ ბურჯანაძემ, გიორგი ლასხიშვილმა და გრიგოლ ბურჭულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის მუშაობა წარმატებულად შეაფასეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის დეკემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართულ სკოლაში მოსწავლეთა რიცხვი ას ორმოცს აღემატებოდა. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ხაშურის განყოფილების ხელმძღვანელს კონსტანტინე იოსების ძე ძნელაძეს მისწერა, რომ მიიღო მისგან გაგზავნილი საწევრო შენატანი 93 მანეთი. განყოფილების დაარსებისთვის საჭირო იყო სასწრაფოდ მიეწოდებინა საორგანიზაციო კრების პროტოკოლი.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს კონსტანტინე იოსების ძე ძნელაძე, ელიზბარ ვასილის ძე კარბელაშვილი, იოსებ სავლეს ძე ძნელაძე, პეტრე ალექსანდრეს ძე კაპანაძე და დავით გრიგოლის ძე ჯუღელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილი, ტრიფონ იასონის ძე ჯაფარიძე, ნიკო ივანეს ძე სიხარულიძე, იოსებ ფილიპეს ძე ყაჭეიშვილი და ნანა ალექსის ასული ყაჭეიშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.