ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46671

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 სექტემბერს ავლაბარში ივანე მაჩაბლის „ადვოკატი მელაძე” დაიდგა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისის ყოფილი გუბერნატორის, გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძის სახელზე სტიპენდიის დაარსება გადაწყდა. ამ სტიპენდიით თბილისისა და ქუთაისის გიმნაზიების თითო სტუდენტისთვის სწავლა სრულად უნდა დაეფინანსებინათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 სექტემბრის „ცნობის ფურცლის” მეშვეობით შემოქმედის წიგნსაცავის გამგეობამ ფინანსური დახმარების გამო მადლობა გადაუხადა ყარამან მამულაიშვილს, ლუკა ცისკარიძეს და ფილიპე ბურჭულაძეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 1-ელი ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მიხეილ ისარლიშვილმა თბილისის საბაღოსნო გამოფენას ძალიან გემრიელი, დიდი ზომის ხილი გაუგზავნა, რომელიც სოფელ საღოლაშენში მოიყვანა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 29 სექტემბერს ქალაქის საბჭოს სხდომაზე „ქალაქის ტყე-ბაღის გამგე” კომისიის წევრებად პ. ი. ალიბეგოვი, ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთაშვილი-მხარგრძელი და ნიკოლოზ მიხეილის ძე ვესელოვზოროვი აირჩიეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 29 სექტემბერს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქალაქის ტყე-ბაღის გამგე კომისიის წევრებად აირჩიეს: დ. ზ. ყორღანოვი, ნ. ნ. ოსტროგორსკი, ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვი და ნ. ზ. თუმანიშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ე. ს. მერჟეევსკი და არტემ ფირალოვი იკვლევდნენ იმას, თუ რა სახის უნდა ყოფილიყო საფეიქრო და საქსოვი სახელოსნო, რომლის დაარსებასაც ამიერკავკასიაში შინამრეწველობის გასაუმჯობესებლად აპირებდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 სექტემბერს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი ყარსის თემიდან თბილისში დაბრუნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 მაისის „ცნობის ფურცლის” მეშვეობით ბესარიონ ფირცხალავამ მადლობა გადაუხადა იოანე სერგიევს, რომელმაც წმინდა გიორგის ეკლესიასთან სამრევლო სკოლის დაარსებისთვის ასი მანეთი გაიღო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქართული თეატრის ამხანაგობის გამგეობა ხალხს სცენაზე სამუშაოდ იწვევდა. მსურველებს თბილისის სათავადაზნაურო ბანკში პავლე როსტომის ძე ყიფიანისთვის უნდა მიემართათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 ოქტომბერს ოზურგეთში საქველმოქმედო მიზნით დაიდგა ვალერიან გუნიას პიესა „რაც არ მერგება, არ შემერგება”.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 მაისს თბილისის პირველი გიმნაზიის დარბაზში „შეგირდთა დამხმარე საზოგადოების” კრება გაიმართა. კრებაზე გადაწყდა, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინისთვის ამ საზოგადოების საპატიო წევრობა ეთხოვათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ზაქარია ჭიჭინაძემ წიგნად გამოსცა მოთხრობა „ქალ-ვაჟიანი”.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თბილისის ყოფილი გუბერნატორისთვის, გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძისთვის ალბომს ამზადებდნენ. ალბომს ვერცხლის ყდა ჰქონდა და შარვაშიძის სურათით იყო გაფორმებული.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 აგვისტოს სოფელ ხაშმში უსახლკარო ქალის დასახმარებლად ღონისძიება გაიმართა. ამ ღონისძიებაზე ხალხის თხოვნით ვალერიან ლევანის ძე გუნიას „და-ძმა” დაიდგა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 სექტემბრისთვის ნაძალადევში აკაკი წერეთლის პიესა „კინტო” იდგმებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 სექტემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ქალაქისთავის კანდიდატებად თბილისში დაასახელეს კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვი, გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვი, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე რეიტერი და პ. ნ. ოპოჩინინი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ რუსულ ჟურნალ „ნივაში” რაფიელ ერისთავისა და ილია ჭავჭავაძის სურათები იყო დაბეჭდილი. ამავე ჟურნალში მათი ბიოგრაფიისა და ნიჭის შესახებ ვასილ ველიჩკო წერდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 24 აგვისტოს ურიათუბანში ახლად აშენებული ტაძარი აკურთხეს, რომელიც განსვენებული დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძის მიერ დატოვებული ანდერძის მიხედვით მისმა ძმამ, ივანე სულხანის ძე ჭავჭავაძემ ააშენა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 26 აგვისტოს გრიგოლ გოლიცინმა რკინიგზის გამგის, ვურცელის თანდასწრებით ყარსის რკინიგზა დაათვალიერა. მას ძალიან მოეწონა ნამუშევარი და ვურცელს მადლობა გადაუხადა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 ოქტომბერს დიდების ტაძარში უნდა გამოეფინათ ალექსეი ეისნერის ნახატები. მხატვარმა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის და ნიკოლოს ზებედეს ძე ცხვედაძის პორტრეტები დახატა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 სექტემბერს ბათუმში ჩასულ მარიამ რომანოვს გრიგორი გოლოცინი, ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი და სხვა საპატიო პირები შეეგებნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლისინოვი ვაჭარი იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვაჭრის ლისინოვის მაღაზია გაძარცვეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ მიხეილის ასულმა საფაროვა-აბაშიძემ ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ბარაქალა მასწავლებელო“ გადმოაკეთა.