რეგისტრირებული ფაქტები52221
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: განათლება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებას, საანგარიშო მოხსენების თანახმად, სამი ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა, კერძოდ – ჯუგაანში, ქვემო და ზემო მაჩხაანში (ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე, მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).
1915
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის გამგეობამ 1915 წელს თორმეტი სხდომა ჩაატარა და ოცდათხუთმეტი საქმე განიხილა. ანგარიშის თანახმად, წევრთა დასწრების სურათი ასეთია: თავმჯდომარე კონდრატე ნინიკაშვილი და ხაზინადარი სოლომონ კურცხალია ყველა სხდომას ესწრებოდნენ, მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი შვიდ სხდომას დაესწრო, იაკობ მენთეშაშვილი – ექვსს, ალექსანდრა მჭედლიშვილი – რვას, რაჟდენ კიკილაშვილი – ორს, ბლაღოჩინი კირილე ღვთისავარიშვილი – ხუთს.
1915
ტიპი: სტატუსი
1915 წლის ანგარიშის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობა იძულებული შეიქნა საგანგებო საპატიო პირები აერჩია, რომლებიც საწევროების ასაკრეფად ივლიდნენ სოფლებში, სახელდობრ: ტიბაანში – ალექსანდრე თათარაშვილი და ზურაბ ნაცვლიშვილი; ჯუგაანში – ილია შანშიაშვილი, რაჟდენ კიკილაშვილი, ფიფო ალადაშვილი, ილიკო მენთეშაშვილი; ქვემო მაჩხაანში – ვასილ ნადირაშვილი, სოლომონ კურცხალია, ეგნატე მენთეშაშვილი, ბოქაული შაქრო გურამიშვილი; ზემო მაჩხაანში – ბლაღოჩინი კირილე ღვთისავრიშვილი, ელენე ბოსტაშვილი, გიო ბოსტაშვილი, გიორგი ბერიაშვილი; მირზაანში – გიგო ლაპიაშვილი, ილია ალადაშვილი, შაქრო პოპიაშვილი, შაქრო სარალიძე. აღნიშნულ პირთაგან მხოლოდ ზ. ნაცვლიშვილმა და ალ. თათარაშვილმა შეძლეს დავალების შესრულება.
1915
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის 1915 წლის გასავლის ნაწილში აღნიშნულია ეთნოგრაფიული საზოგადოებისთვის აკაკის ფონდში გადარიცხული 17 მან.,86 კაპ.(გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალში ისე გაჭირდა საწევროების გადახდის საქმე, რომ თავმჯდომარემ – მღვდელმა კონდრატე ნინიკაშვილმა და ხაზინადარმა სოლომონ კურცხალიამ თავად დაიარეს კარდაკარ ქვემო მაჩხაანი და ასე შეძლეს განყოფილების კუთვნილი ფულის შეგროვება.
1915
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის წარმოდგენა-სეირნობათა გასამართავად შექმნილმა კომისიამ მხოლოდ ერთი სალიტერატურო საღამო მოაწყო 1915 წლის 9 ივნისს აკაკი წერეთლის დაბადების დღის აღსანიშნავად (შემოსავალი – 17 მანეთი და 86 კაპიკი). განყოფილების ანგარიშის თანახმად, საომარი მდგომარეობით გამოწვეულ საზოგადო უხალისობას კომისიის მოთავეთა შორის უთანხმოებაც დაერთო და მეტი აღარც შეკრებილან (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ბოლოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებას შესაძლებლობა მიეცა გახსნილი ყულაბებიდან ამოღებული თანხით ფილიალის სამივე ბიბლიოთეკა მოემარაგებინა საჭირო გაზეთებით (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).
1916
ტიპი: ნასამართლეობა
1916 წელს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძე დააპატიმრეს ჭიათურაში როგორც საგაფიცვო ბიუროსა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძე საგაფიცვო ბიუროსა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ეკატერინე ივანეს ასული მიქაძე, ივანე თევდორეს ძე სტურუა, დომენტი ბესარიონის ძე შანიძე, დაფინო ივანეს ასული ზამთარაძე, ნინა ვასილის ასული ფრანგიშვილი, ლუკა კონსტანტინეს ძე დავითაია, მიხეილ კონსტანტინეს ძე პატარიძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო მარიამ პართენის ასული საბაშვილისა, საზოგადოებას შემოსავლის 10% შესწირა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს სიმონ ქვარიანი ოჯახთან ერთად გადმოსახლდა თბილისში, სადაც კოოპერატიული გამგეობა „შრომის“ თავმჯდომარედ აირჩიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916-18 წლებში გადაღებულ ფილმში „ქრისტინე“ თამაშობდნენ გრიგოლ ფრონისპირელი, ვასო არაბიძე, სოფიო ყიფშიძე, ბაბო როსტომაშვილი, მარგარიტა გოგოლიშვილი, ცეცილია წუწუნავა. მასობრივ სცენებში მონაწილეობდა ბევრი ცნობილი მსახიობი: ვასო აბაშიძე, ნიკო გვარაძე, სოსო ჟივიძე, თანდილა გაჩეჩილაძე, სოსო თარალაშვილი, პავლე ფრანგიშვილი, ვიქტორ მატარაძე, ილია ზურაბიშვილი და გიორგი იორდანიშვილი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქრისტინე შარაშიძე მიიწვიეს ქართული ენის მასწავლებლად ახლად დაარსებულ ქალთა საოსტატო (სამასწავლებლო) სემინარიაში.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ვანო სლანაშვილი, ეფრემ ელიზბარის ძე სონღულაშვილი, ნოე გლახუას ძე სიხარულიძე, იოსებ მოსეს ძე სანადირაძე და სერგო გედევანის ძე სამხარაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: შაქრო იორდანის ძე სიმონიშვილი, ეფროსინე სვანიშვილი, ნიკოლოზ სვანიძე, ნიკოლოზ სიმონის ძე სტაჯაძე და გიორგი ნიკოლოზის ძე სიხარულიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: გიორგი სოზიაშვილი, ალექსანდრე სულთანიშვილი, დავით ქიტესას ძე სისაური, არჩილ სარდანაშვილი და ერმალოზ საღარაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: გიორგი სულთანიშვილი, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი, სიმონ გიორგის ძე სამადაშვილი, გიორგი პეტრეს ძე სარაჯიშვილი და ილია მიხელის ძე საყვარელიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ვიქტორია ალექსის ასული საყვარელიძე, მიხეილ ივანეს ძე სოხაძე, სოფიო ალექსანდრეს ასული სულუხოვი, იოსებ მიხეილის ძე სულავა და ბარბარე კონსტანტინეს ასული სურგულაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის იანვარში სამხედრო მინისტრის განკარგულებით კონსტანტინე აფხაზი დაინიშნა სახელმწიფო თავდაცვის განსაკუთრებული კრების უფლებამოსილ თავმჯდომარედ და ამიერკავკასიის სათათბიროს კავკასიის რაიონის თავმჯდომარედ (уполномоченный председатель особого собрания по обороне Государства и председателем Закавказского совещания Кавказского района).
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს კონსტანტინე აფხაზი ხელმეორედ აირჩიეს ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა წინამძღოლად, იმავე წლის ოქტომბერში კი – რუსეთის თავად-აზნაურთა კრებულიდან სახელმწიფო საბჭოს წევრად.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს მარიამ ივანეს ასული ჯაფარიძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.