რეგისტრირებული ფაქტები46506
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 ივნისს ქ. კავკავში, თერგის ოლქში, საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ვასილ იოსების ძე არდიშვილმა, ბიქტორ ვასილის ძე თევზაიამ და სახალხო კომისართა საბჭოს სასურსათო საქმეთა კომისარმა იოსებ ისიდორეს ძე ელერდოვმა დადეს ხელშეკრულება, რომ თერგის ოლქიდან საქართველოს რესპუბლიკაში პურის გაგზავნას საფუძვლად დაედოს საქონლის გაცვლა-გამოცვლის პრინციპი.
1918
ტიპი: ღონისძიება
ოლქის უფროსის, ინჟინერ თუმანოვის განკარგულებით, 1918 წლის 8 ივნისს ოლქის სამმართველოს თავისუფლად დაქირავებულ მოსამსახურეს, ა. კაპჩინსკის მისცეს ორკვირიანი შვებულება ხელფასის შენარჩუნებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
ოლქის უფროსის, ინჟინერ თუმანოვის 1918 წლის 8 ივნისის ბრძანებით, სახელმწიფო სამსახურში ჩარიცხეს საოლქო სამმართველოს თავისუფლად დაქირავებული თანამშრომლები: კლავდია ბაუერი, ნადეჟდა გოლდშადი და ოლგა სოკოლოვა. მათთვის ამავე სამმართველოს კანცელარიის თანამშრომლებს ანგარიშზე თანხა უნდა ჩაერიცხათ (ბაუერისთვის – 1906 წლის 6 ნოემბრიდან, გოლდშადისთვის – 9 ნოემბრიდან და სოკოლოვასთვის – 1-ელი ნოემბრიდან) იმ პირობით, რომ სამოქალაქო სამსახურში ყოფნისას სახელმწიფოს საპენსიო კაპიტალში ყოველწლიურად 7. 20 მანეთს შეიტანდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ივნისს დასავლეთ საქართველოს სახალხო მასწავლებელთა კავშირის ქუთაისის განყოფილების გამგეობამ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შვიდი წევრი, მოისმინა ქუთაისის სახალხო მასწავლებლების მოხალისეთა რაზმის წევრის, დამსახურებული მასწავლებლის გიორგი წივწივაძის მოხსენება 5 ივნისს ქ. ხონის კომისრის ჭავჭანიძის მიერ მისი უდანაშაულოდ დაპატიმრებისა და თავისუფალი მოქალაქის უფლებების შელახვის შესახებ და დაადგინა, რომ ხონის კომისარს გამგეობის სახელით საჯაროდ გამოეცხადოს საყვედური. კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ვლ. ნაცვლიშვილი, მდივანი ავქ. ლორთქიფანიძე. ვლ. ნაცვლიშვილის მიერ საქართველოს მთავრობის სახალხო განათლების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს გაეგზავნათ დეპეშა მოთხოვნით დაწყებულიყო გამოძიება და აღდგენილიყო უდანაშაულოდ დასჯილი გიორგი წივწივაძის უფლებები.
1918
ტიპი: ღონისძიება
ოლქის უფროსის, ინჟინერ თუმანოვის 1918 წლის 8 ივნისის ბრძანებით, სახელმწიფო სამსახურში ჩარიცხეს საოლქო სამმართველოს თავისუფლად დაქირავებული თანამშრომლები: კლავდია ბაუერი, ნადეჟდა გოლდშადი და ოლგა სოკოლოვა. მათთვის ამავე სამმართველოს კანცელარიის თანამშრომლებს ანგარიშზე თანხა უნდა ჩაერიცხათ (ბაუერისთვის – 1906 წლის 6 ნოემბრიდან, გოლდშადისთვის – 9 ნოემბრიდან და სოკოლოვასთვის – 1 ნოემბრიდან) იმ პირობით, რომ სამოქალაქო სამსახურში ყოფნისას სახელმწიფოს საპენსიო კაპიტალში ყოველწლიურად 7. 20 მანეთს შეიტანდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: ნოე ჟორდანია, გიორგი გვაზავა, სერგო ჯაფარიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, პავლე საყვარელიძე, რაჟდენ არსენიძე და კონსტანტინე მაყაშვილი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პ. საყვარელიძემ წაიკითხა მოხსენება დემოკრატიული რესპუბლიკის სხვადასხვა ფორმის შესახებ. საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა, მაგრამ როგორი ტიპის უნდა იყოს იგი. დემოკრატიის სამგვარი ფორმა არსებობს: ამერიკული – უფლება-განაწევრებული დემოკრატია, ფრანგული – პარლამენტარული დემოკრატია და შვეიცარიული – პირდაპირი დემოკრატია. პირველი ემყარება უფლებათა გაყოფის პრინციპს. უფლებები ეთანხმება ერთმანეთს კოორდინაციის წესით; პარლამენტარული დემოკრატია გაურბის უფლებათა შერევის პრინციპს. აქ მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. მინისტრები მონაწილეობენ საკანონმდებლო პარლამენტში. მოქმედებს ნდობა-უნდობლობის ვოტუმი. პრეზიდიუმს არა აქვს ვეტოს უფლება, აქვს ქვემო პალატის გაშვების უფლება სენატის თანხმობით; შვეიცარიული ტიპის დემოკრატია ემყარება უფლებათა სხვადასხვაობას, მაგრამ უფლებათა შორის არსებობს სუბორდინაცია და არა კოორდინაცია. არის კანონდებლობითი რეფერენდუმი და ხალხური მართვა-გამგეობა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის უნდა შეიმუშაონ დემოკრატიული კონსტიტუცია მესამე ტიპის მიხედვით იმ შესწორებითა და ცვლილებით, რომელსაც თხოულობს ადგილობრივი მდგომარეობა და ხალხის ცხოვრება.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის მეთაურმა გიორგი ბეჟანის ძე გვაზავამ სახელმწიფო მოწყობის შვეიცარიული სისტემა დაიცვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ სისტემას იმ მხრივ მიანიჭეს, რომ ის სპობდა მთავრობის კრიზისებს, რაც ასუსტებდა სახელმწიფოებრივ ცხოვრებას. ერთხელ არჩეული მთავრობა რამდენიმე წლის განმავლობაში შეურყევლად მუშაობდა და დამოკიდებული არ იყო ნდობა-უნდობლობის ვოტუმზე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ თანამედროვე პირობებში საქართველოში რეფერენდუმის საჭიროება უარყო, რადგან ხალხი ამით გონივრულად ვერ ისარგებლებდა და ამას სხვადასხვა პოლიტიკური ავანტიურისტები სათავისოდ გამოიყენებდნენ. მისი აზრით, უნდა გამონახულიყო შუალედური ტიპი საპარლამენტო და პირდაპირ დემოკრატიას შორის. მთავრობა უნდა ყოფილიყო არა პოლიტიკური, არამედ საქმიანი. აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა შესუსტებულიყო და დამორჩილებოდა საკანონმდებლოს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ნოე ჟორდანიას განცხადებით კონსტიტუციის თემაზე რეფერენდუმი საქართველოსთვის შეუფერებელი იყო. რეფერენდუმი აადვილებდა საქმეს, რადგან ის გახდებოდა კონსტიტუციის ხშირი გადასინჯვის იარაღი, რაც არასასურველი იყო ქვეყნისთვის. კონსტიტუციის რევიზია პარლამენტს ხმათა უმრავლესობით(2/3-ით) უნდა მოეხდინა. სამინისტროები უნდა ყოფილიყო არა პოლიტიკური, საქმიანი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე რ. არსენიძემ განაცხადა, რომ არ უნდა შევეხოთ საკითხს განყენებულათ. შერეული სისტემა უნდა დაედვას საფუძვლად. დემოკრატიის დამახასიათებელია ადგილობრივ საკითხების გადაჭრა ხალხის მიერ. ცენტრალური აღმასრულებელი უფლება შესუსტებული იქნება მოხელეთა არჩევნებით ადგილობრივ. სამინისტროს პრინციპი უნდა იყოს საქმიანობის პრინციპი. მოქმედი მთავრობაა საჭირო. ამერიკული სისტემა უვარგისია. უნდა ავირჩიოთ საშუალო ტიპი. ზოგიერთ კითხვებში არ ეწინააღმდეგება რეფერენდუმის შემოღებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გიორგი გვაზავა ნოე ჟორდანიას აზრს დაეთანხმა. გვაზავას მიაჩნდა, რომ სამხედრო საქმეში აუცილებელი იყო მთავრობის სიმტკიცე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ს. ჯაფარიძემ სხდომის რეზიუმირებისას განაცხადა, რომ ის მხარს უჭერდა შერეული ტიპის – ფრანგულ-შვეიცარულ სისტემას. სასურველი იყო ჩამოყელიბებულიყო შვეიცარული ტიპის ერთპალატიანი პარლამენტი. პრეზიდენტს განსაკუთრებული უფლებებით არ უნდა ესარგებლა. სამინისტროებს უნდა ჰქონოდა აღმასრულებელი ფინქცია და შეესრულებინა ის, რასაც პარლამენტი დაადგენდა. აღმასრულებელი უფლება იზღუდებოდა ადგილობრივ თვითმართველობათა უფლების გაფართოებით. დანაშაულის დროს თუ არ გადადგებოდა სამინისტრო, მიეცემოდა სამართალში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები – ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ი. გიორგობიანი, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართულ ცხენოსანთა სათადარიგო პოლკის უფროსის თხოვნა ჯარისკაცებისთვის სახალხო საკითხავი წიგნების მიწოდების შესახებ. (მისამართი: სიღნაღის მაზრა „Ц. Калаяуп“). გამგეობამ გადაწყვიტა მათთვის 30 მანეთის წიგნები გაეგზავნა. დადგენილების ოქმს ხელს აწერდა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სიღნაღის განყოფილების გამგეობის შუამდგომლობა. ისინი ითხოვდნენ, რომ მთავრობის მიერ გაწეული სამოსწავლო დახმარებიდან (30 000 მანეთი) 1918 წლის პირველი იანვრიდან ნუკრიანის სკოლის ორი მასწავლებლის ხელფასის შესავსებად გადაედოთ შესაბამისი თანხა. გამგეობის გადაწყვეტილებით, სიღნაღის განყოფილებას უარი ეთქვა, რადგან აღნიშნულ თანხას სპეციალური დანიშნულება ჰქონდა. დადგენილების ოქმს ხელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი აწერდა.