რეგისტრირებული ფაქტები46478
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გერმანული გაზეთის „Kaukasische Post“ რედაქტორი ლავრენტი ივანეს ძე როტეკერი გასაუბრებია ბერლინიდან კავკასიაში ჩამოსულ დოქტორ თილო ფონ ვესტერნჰაგენს, რომელსაც დავალებული ჰქონდა გერმანიასა და საქართველოს შორის სამეურნეო ურთიერთობების დალაგება.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გიორგი ისიდორეს ძე მაღნარაძე იყო ახალი სენაკის ერობის სათათბიროს წევრების პირველი კრების თავმჯდომარე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას ახალი სენაკიდან მიუღია იქაური ერობის სათათბიროს წევრების პირველი კრების თავმჯდომარის გიორგი ისიდორეს ძე მაღნარაძის ტელეგრამა. ტელეგრამის თანახმად, კრება აღფრთოვანებით ეგებებოდა საქართველოს ეროვნულ საბჭოს და უსურვებდა მას ნაყოფიერ შრომას სამშობლოს საკეთილდღეოდ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა იყო თბილისის ქალაქისთავი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს ქალაქთა კავშირის კომიტეტის თავმჯდომარე იყო თბილისის ქალაქისთავი ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს ქალაქთა კავშირის კრებამ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას გაუგზავნა ტელეგრამა, სადაც იგი გამოთქვამდა იმედს, რომ სახელმწიფო მხარს დაუჭერდა ქალაქთა თვითმართველობების იმ წამოწყებებს, რომელიც დემოკრატიის გამტკიცებას შეუწყობდა ხელს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს ქალაქთა კავშირის კრებამ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას გაუგზავნა ტელეგრამა, სადაც იგი საქართველოს მთავრობას ყოველგვარ დახმარებას ჰპირდებოდა ქვეყნის ტერიტორიაზე მისი ძალაუფლების გამტკიცების საქმეში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მარია ვლადიმერის ასული გედევანოვა იყო საოპერო მომღერალი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 19 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, სახელმწიფო თეატრში იმართებოდა „ტანჰეიზერის“ წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ვიშემირსკაია, მარია ვლადიმირის ასული გედევანოვა, კანშინი, მოლჩანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობას ბაქოში მიუვლენია საგანგებო დელეგაცია, რომელსაც უნდა ეშუამდგომლა აზერბაიჯანის მთავრობასთან საქართველოს რესპუბლიკისათვის ნავთობისა და მაზუთის გადაცემისა და ბაქოში დარჩენილი ქართველებისათვის დახმარების გაწევის შესახებ. დელეგაციას წევრები იყვნენ: მოსე როსტომის ძე კეჭაყმაძე, გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაია, აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარია, სვიმონ მერაბის ძე კვიტაშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. ა. კუტუზოვა-ზელიონაია იყო მომღერალი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ბ. ბ. კორსოვი მომღერალი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისის კონსერვატორიაში სიმღერის კლასს უძღვებოდნენ: ენრიკო გ. ბროჯი, ა. ა. კუტუზოვა-ზელიონაია, ბ. ბ. კორსოვი, ნ. ლ. ლევიცკი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ენრიკო გ. ბროჯი იყო მომღერალი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, მ. ვ. კანდურალოვა იყო პიანისტი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სანამიანი იყო დეკლამაციის პედაგოგი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პრევიტერა იყო იტალიური ენის პედაგოგი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ მიხედვით, ს. უ. სულხანოვ-ტომსონი პიანისტი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვ. ი. პალიევი იყო პედაგოგი მუსიკის განხრით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისის კონსერვატორიაში დეკლამაციის კლასს უძღვებოდა მ. ა. სანამიანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისის კონსერვატორიაში იტალიური ენის კლასს უძღვებოდა პრევიტერა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისის კონსერვატორიაში ფორტეპიანოს სავალდებულო კლასს უძღვებოდა ს. უ. სულხანოვ-ტომსონი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისის კონსერვატორიაში სავალდებულო თეორიისა და სამხედრო ორკესტრირების კლასებს უძღვებოდა უფროსი პედაგოგი ვ. ი. პალიევი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნეიმანი იყო ფაგოტისტი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისის კონსერვატორიაში ფაგოტის კლასს უძღვებოდა ნეიმანი.