ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50017

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლიდან იაკობ ფანცხავა იყო მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის კომიტეტის თავმჯდომარე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს იაკობ ფანცხავა იყო მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის ქუთაისის კომიტეტის თავმჯდომარე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს იაკობ ფანცხავამ შეადგინა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის მანიფესტი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს იაკოს ფანცხავას შედგენილი მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის მანიფესტი დაიბეჭდა გაზეთში „ახალი ნაკადი“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გორის მაზრის სოფელ წითელ საყდარში თათართა შემოსევას შეფარებულ ლტოლვილთა შორის იმყოფებოდა ვასილ კოპტონაშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს მესხეთ-ჯავახეთში თათართა შემოსევის დროს განადგურდა ვასილ კოპტონაშვილის ნაწერების დედნები.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წელს თათართა შემოსევამ მესხეთ-ჯავახეთში გაანადგურა ვასილ კოპტონაშვილის ოჯახის ქონება და მდიდარი წიგნთსაცავი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1923 წლებში ვასილ კოპტონაშვილი მანგლისის ახლად გახსნილ პროგიმნაზიაში ქართულ ენას ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

იაკობ ფანცხავა 1918 წლამდე ქუთაისში ყოფნის პერიოდში იყო საგუბერნიო კომიტეტის თავმჯდომარე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნიკოლოზ ჩხეიძე ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნიკოლოზ ჩხეიძე ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს შალვა ნუცუბიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრაზე მიიწვიეს.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს იოსებ პავლეს ძე გობეჩია საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, იოსებ პავლეს ძე გობეჩია სოციალისტ-რევოლუციონერთა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სიმონ ქვარიანი სოხუმში გადასახლდა, სადაც ორნახევარი წელიწადი დაჰყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია, კერძოდ, დიმიტრი ჩოლოყაშვილის მიერ შეძენილი ელექტროსადგურის ნასყიდობისა და ქართლ-კახეთის თავადაზნაურობისათვის გადაცემის აქტები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია, კერძოდ, თავადაზნაურობასა და რუს-აზიურ ბანკს შორის გაფორმებული პირობის წერილი რკინიგზის აქციების განაღდების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. კერძოდ, თავადაზნაურობასა და რუს-აზიურ ბანკს შორის გაფორმებული პირობის წერილი რკინიგზის დამატებითი აქციების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. კერძოდ, თავადაზნაურობასა და რუს-აზიურ ბანკს შორის მიმოწერის დოკუმენტაცია 550000 მანეთის სესხად აღების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. კერძოდ, ნიკო ნიკოლაძის, დიმიტრი ჩოლოყაშილის, რაფიელ ყაზბეგის, ფილიპე გოგიჩაიშვილის, გიორგი ჟურულის, გაბრიელ თულაშვილისა და პარმენ გედევანიშვილის ხელწერილი 43000 მანეთის ღირებულების კახეთის რგინიგზის აქციების დროებით გადაცემის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია, მათ შორის, თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკისაგან შეძენილი ატენის მამულის ნასყიდობის აქტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. მათ შორის, თავადაზნაურობის მიერ დიმიტრი შერვაშიძისაგან მიწების ნასყიდობის აქტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. მათ შორის, იოსებ შალიკაშვილის მემკვიდრეებისგან დაგირავებული მამულის გირავნობის აქტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. მათ შორის საბუთები, თავადაზნაურობის საზოგადოება „კახეთისა“ და გრიგოლ ფრიდონოვს შორის, საზოგადოება „კათეს“ ვალების გადახდის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის თავმჯდომარეს, გიორგი გვაზავას გადაეცა ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტაცია. მათ შორის, გიროვნობის აქტი სესხის გარანტიად მიღებულ სვიმონ ხეთაგურის მამულზე.